ინდოეთის ნაკრძალში მაიმუნებთან მცხოვრები გოგო იპოვეს | Allnews.Ge

ინდოეთის ნაკრძალში მაიმუნებთან მცხოვრები გოგო იპოვეს

ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში, უტარ-პრადეშის ნაკრძალში, მაიმუნებთან მცხოვრები გოგო იპოვეს.

სამართალდამცველების ვარაუდით მოზარდი დაახლოებით 8-10 წლისაა, ის ერთი კვირის წინ იპოვეს. პოლიციის თანამშრომლები განმარტავენ, რომ გოგონას წამოყვანის მცდელობისას მათ მაიმუნები თავს დაესხნენ.

მედიკოსების განმარტებით, გოგომ ლაპარაკი არ იცის, კომუნიკაციას კი მაიმუნებისთვის დამახასიათებელი ჟესტების ენით ამყარებს.

მაიმუნების ჯგუფთან ერთად გოგო პირველად ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა შენიშნეს და სამართალდაცველებს შეატყობინეს.

საავადმყოფოში გადაყვანის მომენტისთვის მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აღმოუჩინეს. გოგო აგრესიულობით გამოირჩეოდა. ექიმების თქმით, ის ამ დროისთვის თავს გაცილებით უკეთ გრძნობს. სულ მალე მოზარდზე პასუხისმგებლობას სოციალური სამსახურები აიღებენ, რომლებმაც მის განათლებასა და სოციალიზაციაზე უნდა იზრუნონ.

myquiz