როგორ ატარებს თავისუფალ დროს დუბაის მილიარდერი პრინცი | Allnews.Ge

როგორ ატარებს თავისუფალ დროს დუბაის მილიარდერი პრინცი

ის შესაძლოა დუბაის პრინცი იყოს, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ შეიხ ჰამდან ბინ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი, ბევრისთვის ცნობილი, როგორც "Fazza", "ინსტაგრამის" ნამდვილი მეფეა.

34 წლის პრინცი "ინსტაგრამის" გვერდის 5,1 მილიონ და "ტვიტერის" 2,41 მილიონ მიმდევარს, მილიარდერის ცხოვრების წესისთვის თვალის მიდევნების საშუალებას აძლევს და თავგადასავლების ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად აახლებს.

ის არაბეთის გაერთიანებული ემირატების ვიცე-პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და დუბაის ამირას, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმის, მეორე შვილია. 2013 წელს, პრემიერის ქონება 13,9 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.

"fazza"-ს მამამ ის მემკვიდრედ 2008 წელს დაასახელა. პრინცი დუბაის აღმასრულებელი საბჭოს, დუბაის აუტიზმის ცენტრისა და დუბაის სპორტის საბჭოს თავმჯდომარეა. ამის მიუხედავად, პრინცის დროის უდიდესი ნაწილი მის მრავალფეროვან ჰობის უკავია, რომელიც თხილამურებზე სრიალით იწყება და მოგზაურობითა და ფოტოგრაფიით სრულდება. თუმცა, მის სასარგებლოდ ისიც შეიძლება ითქვას, რომ შეიხ ჰამდან ბინ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი, ლექსების ავტორია, რომლებსაც მისი თაყვანისმცემლები კარგად იცნობენ.

myquiz