"ჯიბე" ქალის საცვალზე - 8 ყოველდღიური ნივთი, რომელთა დანიშნულებაც არ ვიცოდით | Allnews.Ge

"ჯიბე" ქალის საცვალზე - 8 ყოველდღიური ნივთი, რომელთა დანიშნულებაც არ ვიცოდით

სამყარო მუდმივად გვაოცებს, ბევრი რამ ჯერ კიდევ არ ვიცით. ახლა საუბარი არა უცნობ ტომებზე ან ჯუნგლების საიდუმლოებზე, არამედ მარტივ, ყოველდღიურ ნივთებზე, რომლებსაც ხშირად მოვიხმართ და მათი ნამდვილი დანიშნულება არ ვიცით.

პომპონები ქუდებზე

პომპონი ყველას აქსესუარი ჰგონია, თუმცა მათი ისტორია XVIII საუკუნიდან იღებს სათავეს. პომპონებიან ქუდებს ფრანგი მეზღვაურები ატარებდნენ. პომპონები მათ დაბალ ჭერზე თავის მირტყმისგან იცავდნენ. მოგვიანებით პომპონები სხვადასხვა ჯარის სამხედრო ფორმაშიც გამოჩნდა. პომპონების ფერისა და ფორმის მიხედვით, შესაძლებელი იყო უბრალო ჯარისკაცის ოფიცრისგან განსხვავება ან, მათი ამა თუ იმ სახეობის ჯარებისადმი კუთვნილების დადგენა.

კვადრატული ხვრელი Chupa Chups-ის ჯოხზე

ბევრის აზრით, ეს ხვრელი იმისთვისაა, რომ თუკი ბავშვი ჯოხს გადაყლაპავს, ხვრელი მას სუნქთვის საშუალებას მისცემს. სინამდვილეში ამ ფუნქციას ღრუ ჯოხი ასრულებს, ხოლო კვადრატული ხვრელი შაქარყინულს იკავებს. როდესაც ჯოხს თხევად მასაში უშვებენ, პირველ რიგში ეს კვადრატული ხვრელი ივსება, რის საშუალებითაც შაქარყინული საიმედოდ მაგრდება ჯოხზე.

ისრები შარვალზე

თუკი გგონიათ, რომ თავიდან ისრები მოდური ატრიბუტს არ წარმოადგენდნენ, მართლები ხართ. XIX საუკუნის ბოლოს ევროპული სამკერვალო ფაბრიკები პროდუქციის უდიდეს ნაწილს ექსპორტზე უშვებდნენ, ხოლო გემზე რაც შეიძლება მეტი პროდუქციის დასატევად, ტანსაცმელს ისე ძლიერად პრესავდნენ, რომ შემდეგ ამ ისრების მოშორება ძალიან რთული იყო.

საიდუმლო "ჯიბე" ქალის საცვალზე

მამაკაცისა და ქალის ქვედა საცვლების შიდა ფენა სპეციალური რბილი მასალისგან მზადდება. სკოლაში ბევრი თვლიდა, რომ ამ ჯიბეში პრეზერვატივების ან საფენების შენახვა შეიძლება. სინამდვილეში ყველაფერი უფრო მარტივია. ეს არის ნატურალური ქსოვილის დამატებითი ნაჭერი, რომელიც სხეულის ინტიმური ნაწილების ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვისაა განკუთვნილი. ის მასალები, რომლებსაც ახლა საცვლების საკერად იყენებენ, ამ ფუნქციას ვერ ასრულებენ. კერვის დროს, ორივე ნაკერის შიგნით მოქცევა შეუძლებელია, ამიტომ ერთ ნაკერს გახსნილს ტოვებენ - ასე ჩნდება ტრუსებზე "ჯიბე".

ტყავის რომბი ზურგჩანთაზე

ახლა ამ რომბსაც ყველა აქსესუარად თვლის, მაგრამ ადრე, მისი გამოყენებით, მთასვლელები და მოლაშქრეები დამატებით აღჭურვილობას იმაგრებდნენ.

ხვრელი iPhone-ის კამერის ობიექტივსა და განათებას შორის

ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ეს პატარა ხვრელი სინამდვილეში მიკროფონია. ის ჩაწერის დროს ხმაურს ფილტრავს და Siri-ს აქცენტების ამოცნობაში ეხმარება.

კონტეინერის სიმბოლო და ციფრი

 ნებისმიერი კოსმეტიკური საშუალების შეფუთვაზე ნახავთ კონტეინერის ასეთი სიმბოლოს და წარწერას 6M, 12M ან 24M. ეს ციფრები გახსნის შემდეგ, პროდუქტის შენახვის ვადას აღნიშნავს.

გადამრთველი უკანა ხედვის სარკეზე

ამ ღილაკის საშუალებით, მძღოლს ღამით მის უკან მომავალი მანქანის ფარების შუქი თვალებს არ მოჭრის. უკანა ხედვის სარკეებს ორი ამრეკლი საფარი აქვთ და ამ ღილაკის საშუალებით, თქვენ მათი გადართვა შეგიძლიათ.

myquiz