ვინ გაბედა კიმ ჩენ ინის "ზურგზე შემოჯდომა"? | Allnews.Ge

ვინ გაბედა კიმ ჩენ ინის "ზურგზე შემოჯდომა"?

გასულ კვირას, სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კიმ ჩენ ინმა ახალი ძრავის გამოცდას "სარაკეტო წარმოების ახალი სიცოცხლე უწოდა".

გავრცელებულ ფოტოებზე, ჩრდილოეთ კორეის მომღიმარი ლიდერი,  სამხედროების გარემოცვაში დგას. თუმცა, მსოფლიოს განსაკუთრებული ყურადღება ერთ-ერთმა ფოტომ მიიქცია, სადაც ჩანს, როგორ აზის ზურგზე დიდქტატორს უცნობი სამხედრო პირი.

როგორც ბი-ბი-სის მიერ, გამოკითხული ექსპერტები განმარტავენ, მამაკაცმა სავარაუდოდ, გარკვეული როლი შეასრულა ძრავის ამოქმედებაში, თუმცა, იგი არ არის მაღალი რანგის სამხედრო.

მიმომხილველი, მაიკლ მედენის თქმით, კიმ ჩენ ინის ზურგზე მჯდომი ადამიანის სამხედრო ფორმა, იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ ჩვენ წინ, საშუალო რანგის ოფიცერია.

"ფოტო სავარაუდოდ დადგმულია, თუმცა, იმპროვიზაციის ელემენტებით: ალბათ, სამხედროებს მისცეს სიგნალი რაიმე არაფორმალური ქმედების განსახორციელებლად" - აღნიშნავს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ექსპერტი.

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების პროპაგანდის ფარგლებში გადაღებულ ფილმებში ხშირად ჩანს კადრები, სადაც მოქალაქეები ესაუბრებიან და ეხუტებიან გაღიმებულ ლიდერს. ამგვარად, კორეის სახელისუფლებო მედია ცდილობს ხალხს კიმ ჩენ ინის, როგორც კეთილი, მზრუნველი და ხალხთან ახლოს მყოფი ლიდერის შთაბეჭდილება შეუქმნას.

"უჩვეულო" პროდუქცია, რომელიც ჩრდილოეთ კორეას ექსპორტზე გააქვს

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, კიმ ჩენ ინი ოფიციალურ ვაშინგტონს ბირთვული განადგურებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ ამერიკის შეერთებული შტატები ფხენიანის მიმართულებით ერთ ტყვიას მაინც გაისვრის.

კიმ ჩენ ინის მიერ მიმდინარე თვეში გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალები აგრესიისა და პროვოკაციის საფუძვლებს Hwasong-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტის დახმარებით მინიმუმამდე შეამცირებს, რომელიც კორეის ხელისუფლების განმარტებით, ბირთვული ქობინითაა (ქობინი ეწოდება შეიარაღების ნაწილს, რომელიც სატყორცნი იარაღის (როგორიცაა რაკეტული იარაღი, ტორპედო, ბომბი ან სხვა) წინა ნაწილშია განლაგებული და ბირთვულ ან თერმობირთვულ სისტემას, ფეთქებად ნივთიერებას, ქიმიური ან ბიოლოგიური აგენტებს ან ინერტული მატერიას შეიცავს, რომლის მიზანია, სამიზნესთვის ზიანის მიყენება) აღჭურვილი.

ოფიციალური ფხენიანი მუქარის რეჟიმში მას შემდეგ გადავიდა, რაც სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ განმარტა, რომ მისი ჩრდილოელი მეზობლის მიერ ჩატარებულმა ცდებმა უმნიშვნელო პროგრესი აჩვენა.

myquiz