პატრონს დაკარგული საფულე 9 წლის შემდეგ დაუბრუნდა | Allnews.Ge

პატრონს დაკარგული საფულე 9 წლის შემდეგ დაუბრუნდა

2009 წელს, კორტნი კონოლი ქალაქ ველფლიტის თეატრში მუშაობდა, როდესაც ღამით მანქანის მინები ჩაწეული დარჩა და დილით საკუთარი საფულე ვეღარ იპოვა.

გაუჩინარებიდან 9 წლის შემდეგ, საფულე პატრონს დაუბრუნდა. რაც ყველაზე საინტერესოა, საფულესთან ერთად, ხელუხლებლად დაბრუნდა სოციალური დაცვისა და საკრედეტო ბარათები, მართვის მოწმობა და ნაღდი ფული, 141 დოლარის ოდენობით.

"ახსნის უნარიც კი არ შემწევს, გაოგნებული ვარ საფულესთან დაკავშირებული მოვლენებით"- განაცხადა კორტნი კონოლიმ ABC News-ის ეთერში.

კონოლი ჰყვება, რომ საფულე მისი მშობლების სახლში მიიტანეს, სადაც ამ დროისთვის, კორტნის ძმა და რძალი ცხოვრობენ. დაკარგული საფულის ამბავიც სწორედ მათ შეატყობინეს, თუმცა, როგორც თავად იხსენებს, პირველად ვერც კი მიხვდა რომელ საფულეზე იყო საუბარი, შემდეგ კი დაჯერება გაუჭირდა.

ბოსტონის პოლიციის დეპარატამენტის პრესსპიკერის განმარტებით, სამართალდამცველს, რომლის ვინაობაც უცნობია, მამაკაცმა გადასცა საფულე და უთხრა, რომ ვიღაცამ ის მანქანის ფანჯრიდან გადმოაგდო.

"ვიცი 141 დოლარი დიდი თანხა არ არის, თუმცა როდესაც კვირიდან კვირამდე მცირე ბიუჯეტით ცხოვრობ, ეს ნამდვილად დიდი საჩუქარია"- თქვა კონოლიმ და აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი ბრუნდება.

myquiz