19.03.2017 / 15:41
შრიფტის ზომა:

საიდუმლო საზოგადოებები, რა ვიცით მათ შესახებ?

ეს საიდუმლო საზოგადოებები, საუკუნეების განმავლობაში არსებობენ. ზოგიერთების აზრით, სწორედ ისინი ახდენენ ზეგავლენას სახელმწიფოებისა და ხალხების ბედზე. გთავაზობთ ყველაზე ცნობილ საიდუმლო საზოგადოებებს, რომელთა შესახებ საუბარი საუკუნეებია არ წყდება.

მასონები

ყველაზე გავლენიანი და მრავალრიცხოვანი საზოგადოება. მათ ძალაუფლების ხელში ჩაგდებისკენ სწრაფვაში, გლობალურ შეთქმულებაში, მასობრივ მკვლელობებსა და ეკონომიკურ კრიზისებში სდებენ ბრალს. დღესდღეობით მასონების ლოჟა მთელ მსოფლიოში 5 მილიონ წევრს ითვლის, რომელთაგან 2 მილიონამდე აშშ-ში ცხოვრობს, 480,000 - ინგლისში, შოტლანდიასა და ირლანდიაში.

საიდუმლო ორდენის შექმნის ფესვები მეჩვიდმეტე საუკუნის ინგლისშია. ოფიციალურად მასონური ლოჟა 1717 წელს ჩამოყალიბდა. ორდენი თავდაპირველი სახელწოდება " ფრეე მასონს" იყო და მასში მხოლოდ ის ადამიანები შედიოდნენ, ვისაც ამ ფილოსოფიური ორდენის სჯეროდა. განსაკუთრებულ ყურადღებას მასონები მორალურ ღირებულებებს ანიჭებდნენ, ამიტომ ორგანიზაციის მრავალი წევრი ცნობილი საკუთარი ქველმოქმედებით გახდა.

ორდენის ძირითადი იდეები უპირისპირდება რელიგიურ სწავლებებს, ამიტომ ეკლესია ოდითგანვე უკმაყოფილებას გამოთქვამდა მასონობის გავრცელებასთან დაკავშირებით. ცნობილია, რომ მასონები იყვნენ: ალექსანდრე პუშკინი, მარკ ტვენი, უინსტონ ჩერჩილი, ჰენრი ფორდი და ა.შ.

 

ილუმინატები

ამ საიდუმლო საზოგადოებას ხშირად მასონებს მიაკუთვნებენ და იმავე "ცოდვებს" მიაწერენ ხოლმე: მასობრივი მკვლელობები და ანტირელიგიური საქმიანობა. სინამდვილეში, ამ ორი ორგანიზაციის საქმიანობა მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. ილუმინატები ეს განათლებული, ახალგაზრდა რეფორმატორების საზოგადოებაა, რომელიც ბავარიაში, ადამ ვაისჰაუპტის მიერ, ინგოლშტადტის უნივერსიტეტში, 1776 წლის 1 მაისს ჩამოყალიბდა და თავდაპირველად მხოლოდ 5 წევრისაგან შედგებოდა. ორგანიზაციის ეკლესიასთან დაპირისპირების გამო, იგი მალევე გამოცხადდა უკანონოდ.

როგორც ცნობილია, ილუმინატები არ ინტერესდებოდნენ ნებისმიერი მსურველით, ისინი თავად ირჩევდნენ ორდენის წევრებს. ეს ხანგრძლივი პროცესი მოიცავდა დაკვირვებას სასურველ კანდიდატზე, მის მომზადებას ორდენში გაწევრიანებისათვის, სპეციალური რიტუალის ჩატარებას, საზეიმო ფიცის დადებასა და ფარული ფსევდონიმის მინიჭებას.

საინტერესოა, რომ საზოგადოებაში არსებული ხმების თანახმად, სწორედ ილუმინატების იდეაა საერთო ენის, ვალუტის, კანონების და ა.შ. შემოღება.

კამორა

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იტალიური მაფია, რომელიც მე-18 საუკუნის ბოლოს და მე-19 საუკუნის დასაწყისში, სამხრეთ იტალიაში ჩამოყალიბდა. "კოზა ნოსტრას" მთელი საქმიანობა, კამორას საქმიანობის მექანიზმთან შედარებით, არაფერია. წარმოიდგნეთ, რომ ეს სიტყვა, მაფიის მშობლიური ქალაქ ნეპოლში, ახლაც შიშის ზარს სცემს ადგილობრივებს, ხოლო ორგანიზაციის მასშტაბებმა უკვე დიდი ხანია დატოვეს, აპენინის ნახევარკუნძული.

სიმბოლიკა, ჩვეულებები, ტრადიციები დღევანდელ დღემდე საიდუმლოდ ინახება. ცნობილია, რომ მთელი ტერიტორია, რომელსაც მაფია აკონტროლებს, რამდენიმე სექტორადაა დაყოფილი, რომელსაც "კაპო" მართავს. ასევე ცნობილია, რომ კაპოს ყოველდღიური შემოსავალი 500 000 ევროა. ცოტა ხნის წინ, სილვიო ბერლუსკონის შესახებ აგორებულმა სკანდალმა კიდევ ერთხელ წამოწია კამორას თემა.

ტრიადა

პირველი ტრიადები ჩინეთში ჩვენს წელთაღრიცხამდე მეორე - პირველ საუკუნეებში გაჩნდა. ორგანიზაციის წევრების რწმენით, ციფრ 3-ს მაგიური, მისტიკური მნიშვნელობა აქვს, საიდანაც გამომდინარეობს კიდეც მათი სახელწოდება ტრიადა. მშვიდობიანობის პერიოდში მსგავს ორგანიზაციათა უმრავლესობა არსებობდა, როგორც საძმო ურთიერთდახმარებისათვის, მაგრამ ზოგი მათგანი კრიმინალურ სამყაროშიც მოღვაწეობდა. ძირითადად ტრიადის წევრებს სისხლით ნათესაობა აკავშირებთ ერთმანეთთან და იგი მკაცრ იერარქიულ სისტემას ეფუძნება.

ჩინეთის განვითარებასა და მოსახლეობის რიცხვის ზრდასთან ერთად, ტრიადები ახალ საფეხურზე გადავიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი სამომხმარებლო საქონლისა და ელექტრონიკის გაყიდვებს აკონტროლებენ, გარდა ამისა, არიან ვირტუალური მეკობრეები.

იაკუძა


ყველასათვის ცნობილია, რომ იაკუძა იაპონური მაფიის სახელწოდებაა. იაკუძას ამა თუ იმ ჯგუფისადმი მიკუთვნება ყველაზე კარგად ტატუებში გამოიხატება, რომლითაც იაკუძას ჯგუფის წევრი ადამიანის სხეულის 85-95%-ია დაფარული. სწორედ ეს "ნახატები" აღწერენ, ვინ არის ადამიანი და რომელ "ოჯახს" მიეკუთვნება. ტატუები ასევე ამ ოჯახების წარმოშობის მოკლე ისტორიას მოგვითხრობს.

ორგანიზაციაში არსებობს საკუთარი იერარქია, თუმცა, ტრიადისა და კამორისგან განსხვავებით, ფართოდ არის გავრცელებული, ერთი ჯგუფის წევრებს შორის ე.წ. "ძმური" ურთიერთობები. 1995 წელს, იაპონიის მთავრობამ იაკუძას საქმიანობის წინააღმდეგ მიიღო კანონი.