18.03.2017 / 12:45
შრიფტის ზომა:

მეცნიერებმა ჭარბწონიანობის მთავარი მიზეზი აღმოაჩინეს

სადილის მოსამსაზებელ ზეთზე, რომელიც გვგონია, რომ დიდი დოზით ქოლესტერინს არ შეიცავს, პროფესორ ტიმ ბენტონის ექსპერიმენტის შემდეგ აზრს შეიცვლით.

თავდაპირველად, როდესაც საკვების ზეთის წარმოება დაიწყეს, მას მხოლოდ ბუნებრივი მასალებისგან ამზადებდნენ, რისთვისაც სხვადსხვა მცენარეს იყენებდნენ, შესაბამისად, ზეთის ღირებულებაც მაღალი იყო. ახლა კი ის საკმაოდ ხელმისაწვდომია, რაც ქიმიურ დანამატებისა და მინარევების გამო ხდება.

ეს არამხოლოდ მზესუმზირის, არამედ ბოსტნეულისა ზეთსზეც ვრცელდება, რადგან მათი მრავალი ინგრედიენტიდან რამდენიმე პალმისა და სოიოს ზეთია, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა და არამხოლოდ წონაში მატებას, ჯანმრთელობის სხვა პრობლემებსაც იწვევს.

მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ყველა ერთი და იმავე, ქოლესტერინის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებით ათწლეულებია ვიკვებებით, ქოლესტერინი კი გულისა და ღვიძლის დაავადებებს იწვევს.

კვლევის თანახმად, მსოფლიოში მოსახლეობის 50% ნორმალურ წონაზე მეტისაა, ეს მაჩვენებელი კი 1980 წლის კვლევის შემდეგ გაორმაგდა,
მწარმოებელს პროდუქტის პალმის ან სოიოს ზეთით შექმნა გაცილებით იაფი უჯდება, შესაბამისად, პროფუქტებში, რომელთაც ჩვენ ყოველდღიურად ვიძენთ და გვგონია, რომ ჯანსაღია, სიმსუქნისა და დაავადებების მთავარი წყარო ურევია.

გარდა ამისა, პალმის ზეთი კარცეროგენულ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც სიმსივნეს იწვევენ.

ცხოვრების აჩქარებული სტილის გამო, გვიჭირს, წარმოებულ პროდუქტებზე დატანილი შემადგენლობა წავიკითხოთ, ხშირად კი არაკეთილსინდისიერი მეწარმეები ამ ჩამონათვალს  არც გვთავაზობენ. საკვების ზეთისთვის თავის არიდება კი რთულია, რადგან ორგანიზმს ცხიმიანი საკვების მიღება ესაჭიროება, სწორედ ამიტომ, ბევრი ჩვენგანი დაბალფასიანი პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების მსხვერპლი ხდება.

მომზადებულია BBC-ს მიხედვით