საკვები, რომელიც მიჯაჭვულობას იწვევს | Allnews.Ge

საკვები, რომელიც მიჯაჭვულობას იწვევს

ზოგიერთი ჩვენი საყვარელი საკვები მიჯაჭვულობას იწვევს, შესაბამისად, მათთვის თავის დანებება დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ეს ძირითადად თეთრი ფქვილისა და შაქრის შემცველ საკვებს ეხება. მკვლევარმა ნიკოლ ავენამ, მსგავსი საკები პროდუქტების რეიტინგი შეადგინა. ესენია:

პიცა

"რაც უფრო ხშირად მივირთმევთ პიცას, მით უფრო მეტად გვინდა" - ამბობს მკვლევარი. იგი გვირჩევს, რომ უმჯობესია უმი ბოსტნეულით დამზადებული და ნაკლებცომიანი პიცა ვჭამოთ.

საკვები, რომელთა უზმოზე მიღება არ შეიძლება

შოკოლადი

"რძიანი შოკოლადი შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმს, ამიტომაც უკეთესია მიირთვათ შავი შოკოლადი. თავდაპირველად, შესაძლოა ცოტა მწარე იყოს თქვეთთვის, თუმცა, მალევე მიეჩვევით მის გემოს და რძიანი შოკოლადი უკვე ძალიან ტკბილი მოგეჩვენებათ", - გვირჩევს მკვლევარი.

ორცხობილები

რთულია იშოვოთ ისეთი ორცხობილა, რომელიც არ შეიცავს იმ ინგრედიენტებს, რომელიც მიჯაჭვულობას იწვევს. საუკეთესო გამოსავალი, მათი სახლში გამოცხობაა.

კარტოფილის ჩიფსი

ჩიფსი, ისევე როგორც სხვადასხვა სახის "კრეკერი" მარილიანი და ჰაეროვანია, ამიტომაც რაც არ უნდა ბევრი მიირთვათ, მაინც არ შეგექმნებათ დანაყრების გრძნობა.

სად მიაქვთ რესტორნებში მორჩენილი საკვები

ნაყინი

მკვლევარი ნიკოლ ავენა, ნაყინის დამზადებას სახლში, ყინულითა და ბანანით გვთავაზობს.

ნამცხვარი

"ტორტის ჭამის დროს რთულია შეჩერდეთ და არ დაიმატოთ კიდევ ერთი ნაჭერი, მიუხედავად იმისა, რომ ნამცხვარს და ტორტს მშიერი არასოდეს მიირთმევთ", - ამბობს ავენა.

კარტოფილი ფრი

ნახევარფაბრიკატები ყოველთვის იწვევს მიჯაჭვულობას. მკვლევარი გვირჩევს, რომ უმჯობესია თუ კარტოფილს შეწვის ნაცვლად, მას გამოვაცხობთ. ამგვარად ნაკლებ კალორიებს მივიღებთ.

ჩიზბურგერი

ჩიზბურგერი არაჯანსაღი საკვებია. გარდა ამისა, იგი მიჯაჭვულობასაც იწვევს. ბურგერების ხშირი მიღება არაერთ დაავადებას იწვევს, მათ შორის, ნაწლავის კიბოს, თირკმლების პრობლემას, დიაბეტს და ა.შ.

მარცვლეულისგან დამზადებული დილის კერძები

ამ შემთხვევაშიც მთავარი ინგრედიენტი, რაც მიჯაჭვულობას იწვევს, შაქარია.

შემწვარი ქათამი

ამ შემთხვევაში თავად ქათამი არაფერ შუაშია. მკვლევარის თქმით, შემწვარი ქათმის ჭამის დროს გვიზიდავს მისი დაბრაწული, მარილიანი და ხრაშუნა კანი, რაც თავისთავად საზიანოა ჯანმრთელობისთვის.

მომზადებულია TIME-ის მიხედვით

myquiz