14.03.2017 / 15:12
შრიფტის ზომა:

რეკომენდაციები პიერ დიუკანისგან - ცილოვანი დიეტისა და წონაში კლების ყველა საიდუმლო

ექიმ პიერ დიუკანის დიეტური რჩევები საკმაოდ პოპულარულია წონის დაკლების მსურველებში. თუმცა, ზოგიერთს არასწორად ესმის დიეტის არსი.

შევეცდებით, განვმარტოთ ცილოვანი დიეტის ყველა საიდუმლო და წონის დაკლებაში დაგეხმაროთ. პიერ დიუკანის რეკომენდაციები სასურველია მათთვის, ვისაც სურს დაარეგულიროს წონა და მათთვისა, ვისაც სწორი კვების დაწყება სურს.

1. კარგად გამოიძინეთ და უზმოზე მიირთვით ცილოვანი პროდუქტებით მდიდარი საკვები: კვერცხი, ხაჭო, უცხიმო, მოხარშული ხორცი.

2. არასდროს იკვებოთ სწრაფად.

3. კარგად დაღეჭეთ თითოეული ლუკმა.

4. თუ ვეგეტარიანელი ხართ, უარი არ თქვათ ცილოვან დიეტაზე. ცილას უამრავი ვეგეტარიანული პროდუქტი შეიცავს: რძის პროდუქტები, ნუტი, სოია, ყველი ტოფუ, ოსპი და რა თმა უნდა თხილი.

5. გაამდიდრეთ რაციონი სოკოთი. იგი მდიდარია ცილით და საკმაოდ კალორიულია. გამოაცხვეთ ღუმელში, გრილზე. ასე, მომზადებული მეტად გემრიელია.

6. მოხარშულ ხორცთან ერთად აუცილებლად მიირთვი სატაცური, პომიდორი, კიტრი, ტკბილი წიწაკა. ისინი გაგიგემრიელებენ კერძეს და ვიტამინებითა და მინერალებით გაგამდიდრებენ თქვენს ორგანიზმს.

7. ნუ დაივიწყებთ გოგრას. დაამზადეთ გოგრის პიურე, წვნიანი შეაზავეთ სუნელებითა და ბოსტნეულით. გახსოვდეთ, რომ გოგრა დაბალკალორიული
პროდუქტია და ორგანიზმის გასუფთავებაში გეხმარებათ.

8. დიეტის დროს მოერიდეთ ბანანებს. ის ძალიან კალორიული პროდუქტია.

9. სამაგიეროდ, უხვად უნდა მიიღოთ კივი, ფორთოხალი, ვაშლი, მანგო. გახსოვდეთ, რომ ვაშლი იდეალური ხილია. იგი მუდან თან უნდა გქონდეთ და როგორც კი მოგშივდებათ, მიირთვათ.

10. ყველა სეზონის საუკეთესო სასმელია წყალი. ჩაისა და ყავას შორის არჩევანში უმჯობესია უპირატესობა მას მიანიჭოთ. გამონაკლისს წარმოადგენს მწვანე ჩაი, რომელიც გახდომას უწყობს ხელს.

11. საკვების მომზადებისას გამოიყენეთ ნიორი, ხახვი, წიწაკა, კარი, კურკუმა. რაც უფრო მეტ სანელებელს გამოიყენებთ სადილის მომზადებისას, მით მალე იგრძნობთ დანაყრებას კვებისას. ამასთავე, წითელი წიწაკა და პილპილი აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, რაც წონის კლებაში გეხმარებათ.

12. გაამდიდრეთ რაციონი ომეგა3-ის ცხიმებით შემცველი პროდუქტებით. ისინი გახდომაშიც გეხმარებათ და კანის მდგომარეობასაც გაგიუმჯობესებთ.

 

წყარო