ქალი ავადმყოფი ბავშვის გაჩენას მისი ორგანოების დონაციის მიზნით აპირებს | Allnews.Ge

ქალი ავადმყოფი ბავშვის გაჩენას მისი ორგანოების დონაციის მიზნით აპირებს

კერი იანგი მეუღლესთან ერთად მეორე შვილს ელოდება. დაბადების სავარაუდო თარიღი 7 მაისია. თუმცა, როგორც ულტრაბგერითმა გამოკვლევამ აჩვენა, პატარას ანენცეფალია აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას თითქმის არ ექნება თავის ქალასარქველი და თავის ტვინის ჰემისფეროები. აშშ-ში ასეთი დიაგნოზი 10 000-დან 1 ბავშვს აქვს.

ანენცეფალიით დაბადებული ბავშვის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა რამდენიმე დღეა.

მისი აღმოჩენის შემთხვევაში ექიმები ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტას ურჩევენ პაციენტებს. როდესაც იანგებმა აღნიშნული დიაგნოზის შესახებ შეიტყვეს, მათ ბავშვის გაჩენა და შემდეგ მისი ორგანოების დონაციისთვის გადაცემა გადაწყვიტეს.

ამგვარად, მშობლემა სხვა ბავშვების სიცოცხლის გადრჩენა გადაწყვიტეს.

 

myquiz