ანტიბიოტიკები 2050 წლისთვის ბაქტერიების დამარცხებას ვეღარ შეძლებს | Allnews.Ge

ანტიბიოტიკები 2050 წლისთვის ბაქტერიების დამარცხებას ვეღარ შეძლებს

ჩვენი უმეტესობა ანტიბიოტიკებს ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოიხმარს, რათა თავი დაიცვას გავრცელებული ვირუსისგან, უმკურნალოს ანგინას, ან თავი დააღწიოს მოსაბეზრებელ ხველას.

თუმცა, ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობა მსოფლიოს დიდი პრობლემებს უქადის. მიუხედავად იმისა, რომ ახლა წამლების მიმართ რეზისტენტულ ბაქტერიასა და საკუთარ თავს ერთმანეთთან ვერაფრით ვაკავშირებთ.

"ანტიბიოტიკის რეზისტენტულობა გავრცელებული ინფექციის მიმართ, ძალიან დიდი პრობლემაა, რომელსაც ჩვენ ასე ვთქვათ, იგნორირებას ვუკეთებთ ისევე, როგორც კლიმატის ცვლილებას"- აღნიშნა პროფესორმა კოლინ ბრომმა.

ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც ყველა ბაქტერიას ანადგურებს

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობა 2050 წლისთვის ყოველწლიურად 10 მილიონი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს. მკვლევარების განმარტებით, პრობლემისგან თავის დასაღწევად აუცილებელი ახალი პრეპარატების შემუშავება, მარტივი არ არის. წლების განმავლობაში ბევრმა წამყვანმა ფარმაცევტულმა კომპანიამ შეწყვიტა ახალი ანტიბიოტიკების განვითარება, იმ პრეპარატების ნაწილმა კი, რომელის დახვეწაც ამ დროისთვის მიმდინარეობს, ექსპერიმენტი წარმატებით ვერ ჩააბარა.

"კლიმატური ცვლილებებისა და ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობის პროცესების შესაჩერებლად აუცილებელი ქმედითი ნაბიჯების გადადგმის უუნარობაში მსგავსებაა, ამის მიზეზი კი ის არის, რომ ჩვენ სათანადოდ არ ვაფასებთ საფრთხეს და საპასუხო რეაქციაც აქედან გამომდინარე არ გვაქვს"- განმარტა ბრუმმა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ 2015 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რესპოდენტთა 76% მიიჩნევდა, რომ ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობას მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი, თუ ადამიანის ორგანიზმი პრეპარატებს ხშირად მოიხმარს და ეჩვევა.

ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ, ნაწლავის მიკროფლორის აღდგენას რამდენიმე თვე სჭირდება

აღნიშნულმა რესპოდენტებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისინი ანტიბიოტიკებს ხშირად არ მოიხმარენ, ამიტომ ეს პრობლემა მათ არ ეხებათ. მეცნიერების განმარტებით, ანტიბიოტიკებისადმი ბაქტერიის მდგრადობა, ამ პრინციპით არ მუშაობს.

myquiz