დედამიწის კლიმატურ ცვლილებზე ადამიანის გავლენა, ბუნებრივი ძალების გავლენას 170-ჯერ აღემატება | Allnews.Ge

დედამიწის კლიმატურ ცვლილებზე ადამიანის გავლენა, ბუნებრივი ძალების გავლენას 170-ჯერ აღემატება

ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატური ცვლილება გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე ცვლილება, რომელსაც ბუნებრივი მოვლენები იწვევს. აღნიშნულ დასკვნამდე მეცნიერები მივიდნენ, რომელებიც ანტროპოცენის განსაზღვრას ცდილობენ.

მათ ახალი მათემატიკური განტოლება გამოიყვანეს, რომელიც საშუალებას იძლევა ბუნებაზე ადამიანის ზემოქმედების მასშტაბები დაადგინოს.

The Anthropocene Review-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, მილიარდი წლის განმავლობაში, დედამიწის კლიმატზე გავლენას ასტრონომიული და გეოფიზიკური ძალები, ასევე პლანეტის შინაგანი დინამიკა ახდენდა.

რაც შეეხება უკანასკნელი წლების მონაცემებს,  აღნიშნული ბუნებრივი ძალები განტოლებაში ნულისკენ ისწრაფვიან, იმის გამო, რომ კლიმატის ცვლილებაზე უმნიშვნელო გავლენას ახდენენ.

საბოლოო ჯამში, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ დედამიწის კლიმატურ ცვლილებზე ადამიანის გავლენა, ბუნებრივი ძალების გავლენას 170-ჯერ აღემატება.

 

myquiz