ამიშები - ადამიანები, რომლებიც XXI საუკუნეს გაემიჯნენ | Allnews.Ge

ამიშები - ადამიანები, რომლებიც XXI საუკუნეს გაემიჯნენ

პენსილვანიის შტატში, ფილადელფიიდან რამდენიმე საათის სავალზე, ათობით ათასი ადამიანი ცხოვრობს, რომელიც XXI საუკუნის მიღწევებს პირდაპირი მნიშვნელობით, არ აღიარებს. ამერიკის ყველაზე ხალხმრავალ შტატებში დასახლებული სათვისტომო ელექტროენერგიას ჭრაქის შუქს ამჯობინებს, კომუნიკაციის არანაირ საშუალებას არ იყენებს და ტრანსპორტის განვითარებული სახეობის ნაცვლად, უპირატესობას ეტლში შებმულ ცხენს ანიჭებს. ეს ადამიანები ცხოვრების უბრალო წესით გამოირჩევიან და საჯარო სტრუქტურებში მუშაობას საოჯახო მეურნეობა ურჩევნიათ.

ადამიანები, რომელთაც მარტივადნაშენები სახლები და რვაკლასიანი განათლება ჰყოფნით, ამიშების სახელით არიან ცნობილი და მენონიტების რელიგიური საზოგადოებრივი ჯგუფის ერთ-ერთ განშტოებას წარმოადგენენ. რელიგიური ერთობა 1693 წელს, იაკობ ამანის ხელმძღვანელობით, შვეიცარიაში ჩამოყალიბდა და ამერიკიდან ევროპაში დევნის შედეგად გადმოინაცვლა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ, 250 ათასი ამიში ცხოვრობს. კარჩაკეტილი ცხოვრების მიუხედავად, ისინი მიყრუებულ ადგილებსაც სულაც არ ეტანებიან, მათი უმეტესობა ისეთ ხალხმრვალ შტატებშია დასახლებული, როგორც ოჰაიო, ინდიანა, პენსილვანია და ნიუ-იორკია.

ამიშების სარწმუნოებრივი დოქტრინა ბიბლიის მკაცრ და ზედმიწევნით ზუსტ განმარტებაზეა დაფუძნებული.

სხვა ანაბაპტისტების მსგავსად, ნათლობას მხოლოდ ზრდასრულ ასაკში აღიარებენ, ძალადობის წინააღმდეგ გამოდიან და ყველანაირ სამხედრო მოქმედებას ეწინააღმდეგებიან. უმეტესი მათგანი ღვთისმსახურებისთვის საკულტო გამოსახულებებს არ იყენებს და სახლში ლოცვას ამჯობინებს, მისიონერობას არ აღიარებს და თავის რიგებში მათთვის აქამდე უცნობ ახლადმონათლულებს ნაკლებად უშვებს.

დუხაბორებით დასახლებული სოფელი სამცხე-ჯავახეთში

ამიშები ჯვრისწერას მხოლოდ ერთმორწმუნეთა შორის უშვებენ, რის გამოც, თანამედროვე სამყაროსთვის უჩვეულო, გენეტიკურად ჩაკეტილი ადამიანური პოპულაცია ჩამოაყალიბეს. ახლონათესაური ქორწინების გამო, ამიშების ზოგიერთი სათვისტომოსთვის შთამომავლობითი დაავადებები უცხო არ არის. ამიშებისთვის მრავალშვილიანობა საამაყოდ ითვლება, შობადობის მაღალი მაჩვენებლისა და სიკვდილიანობის უმნიშვნელო შემთხვევების გამო, მსოფლიოში დემოგრაფიულად ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მატებად ხალხს მიეკუთვნებიან. რთულ მდგომარეობაში უპირატესობას ურთიერთდახმარებას ანიჭებენ და ნაკლებად ელიან მხარდაჭერას ხელისუფლებისა და სადაზღვეო კომპანიებისგან.

აუროვილი: ქალაქი, სადაც რელიგიისა და პოლიტიკის გარეშე ცხოვრობენ

არც თუ ისე უმნიშვნელო რაოდენობის მიუხედავად, ამერიკის მოსახლეობის უმეტესობას, მათი არსებობის შესახებ წარმოდგენაც არ აქვს. ხოლო მათ, ვინც მათი ცხოვრების წესის გაცნობას ცდილობს ერთი და იგივე შთაბეჭდილება უყალიბდება - უჩვეულოდ ეგზოტიკური.

 

myquiz