ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტი აშშ-ის ისტორიაში | Allnews.Ge

ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტი აშშ-ის ისტორიაში

დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტია. ის ახლა 70 წლისაა და თეთრი სახლის 45-ე ლიდერი გახდა.

დონალდ ტრამპი 1946 წლის 14 ივნისს ნიუ იორკში დაიბადა. ის ფრედერიკ ტრამპისა და მერი მაკლეოდის მეოთხე შვილი იყო. 13 წლის დონალდ ტრამპი ნიუ იორკის სამხედრო აკადემიაში შეიყვანეს, შემდეგ სწავლა პენსილვანიის უნივერსიტეტის ფინანების სკოლაში განაგრძო და ეკონომისტის ხარისხი მოიპოვა.

1982 წელს, ტრამპი 200 მილიონ აშშ დოლარად შეფასებულ Trump Tower-ს ხსნის, ასევე ერთვება აზარტული თამაშების ბიზნეში და მიღწეული წარმატების ხარჯზე კიდევ უფრო მეტ კაპიტალს აგროვებს. "ფორბსის" ინფორმაციით, 1990 წელს ტრამპის ორგანიზაციას ფინანსური პრობლემები შეექმნა და ვალმა დაახლოებით 500 მილიონ დოლარს მიაღწია, თუმცა მან აღნიშნული პრობლემები დაძლია.

საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში, რესპუბლიკელ კანდიდატს მწირი პოლიტიკური კარიერის გამო ხშირად აკრიტიკებდნენ, ბრალს ქალებზე სექსუალურ ზეწოლასა და მათ მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომაში სდებდნენ. კამპანიის პერიოდში, ტრამპს რუსეთის ლიდერ, ვლადიმერ პუტინთან მიმოწერაშიც ადანაშაულებდნენ, რასაც ის უარყოფდა.

"რესპუბლიკელი" პრეზიდენტის ინაუგურაცია უკვე შედგა, რის შედეგადაც ის საცხოვრებლად "თეთრ სახლში" გადავა და უფლებამოსილების შესრულებას შუედგება.

myquiz