როგორ დაგვეხმარება ლიმონი მკერდის კიბოს აღმოჩენაში | Allnews.Ge

როგორ დაგვეხმარება ლიმონი მკერდის კიბოს აღმოჩენაში

თითქოს მკერდის კიბოს სიმპტომების შესახებ ყველაფერი ვიცით, თუმცა მხოლოდ მანამ, ვიდრე პროფილაქტიკის მიზნით, მკერდის გასინჯვა არ მოგვიწევს. აი, მაშინ კი კითხვებში ვიკარგებით - რატომ მაქვს სიმაგრე? უნდა ვინერვიულო თუ არა კანზე გაჩენილი გამონაყარის გამო და კონკრეტულად რას უნდა მივაქციო ყურადღება? სწორედ ამ კითხვებმა შეაწუხა აქციის "გაიგე ლიმონის მეშვეობით" ავტორი და ახალგაზრდა დიზაინერი კორინ ბომონტი.

კორინის ორივე ბებია მკერდის კიბოთი 40 და 62 წლის ასაკში გარდაიცვალნენ. როდესაც მან თავად დაიწყო პირველ სიმპტომებზე ინფორმაციის ძებნა და  სცადა გაერკვია, თუ რისთვის უნდა მიექცია ყურადღება, ძალიან მცირე საჭირო ინფორმაციას მიაგნო. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა შეექმნა მარტივი სახელმძღვანელო სიმსივნის შესახებ.

რა სიმპტომები ახასიათებს მკერდის კიბოს

კორინმა ლიმნები კვერცხების ყუთში მოათავსა და ამით მკერდის კიბოს მარტივი ვიზუალიზაციის სექმნა სცადა, რომელიც ქალებს პირველ რიგში ამ დაავადების შიშს დააძლევინებდა და მკერდის კიბოს სიმპტომებს გასაგებს გახდიდა ყველასთვის.

"ზოგს ამაზე საუბარიც არ სურს, საკუთარი მკერდის შემოწმებაზე კი საუბარი ზედმეტია", - განმარტა კორინიმ.

კორინის საგანმანათლებლო კამპანია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ესპანეთში, თურქეთსა და ლიბანში უკვე გაშვებულია და 16 ენაზეა ნათარგმნი.

მიუხედავად იმისა, რომ კამპანია "გაიგე ლიმონის მეშვეობით" 2003 წელს დაიწყო, ფართო აუდიტორიისთვის ის ცნობილი ახლახანს გახდა, მას შემდეგ რაც ის სოციალურ ქსელში ერინ სმიტ კეზემ გააზიარა.

 

ერინ სმიტს მკერდის კიბოს მეოთხე სტადია დაუდგინეს მას შემდეგ, რაც ლიმონის ინსტრუქციის დახმარებით მან საკუთარი მკერდის ცვლილება შენიშნა:

"ამ ფოტოს შემთხვევით რომ არ წავწყდომოდი, სადაც ნათლად ჩანს ყველაფერი, არ მეცოდინებოდა, რისთვის მიმექცია ყურადღება".

თუმცა, ორგანიზაცია Breast Cancer Care-ის წარმომადგენელი ჯენ მერფი მიიჩნევს, რომ ქალები ამ ინფორმაციაზე ზედმეტად დამოკიდებულნი არ უნდა გახდნენ.

კომპანია Johnson&Johnson-ის წარმოებული ბავშვთა ტალკის გამოყენების შედეგად ქალს სიმსივნე განუვითარდა

"მთავარია ყველამ იცოდეს, როგორ გამოიყურება მათი მკერდი", - აღნიშნავს მერფი.

Cancer Research UK-ის საქველმოქმედო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ რომელიმე კონკრეტული სიმპტომის აღმოჩენა ჯერ კიდევ არ ნიშნავს მკერდის კიბოს არსებობას. გამოწეული ძუძუს თავსა და გამონაყარს შესაძლოა, სხვა სამედიცინო ახსნა ჰქონდეს.

თუმცა, თუ რაიმე ცვლილებას შეამჩნევთ ექიმთან ვიზიტი კარგი იდეა იქნება, რადგან თუ მკერდის კიბო აღმოგაჩნდებათ ადრეულ ეტაპზე მისი განკურნების შანსი გექნებათ.

myquiz