სუნამო, რომელსაც შესაძლოა ყოველდღე ვიყენებთ, მომწამვლელია | Allnews.Ge

სუნამო, რომელსაც შესაძლოა ყოველდღე ვიყენებთ, მომწამვლელია

სუნამო ბევრი ჩვენგანისთვის, ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. მიუხედავად ამისა, პარფიუმერიის წარმოება ნაკლებად კონტროლდება. მის რეალიზაციას სხვადასხვა ბრენდების გარდა, პატენტების მწარმოებლებიც ახდენენ.

ზოგიერთი ასეთი პროდუქტი განსაკუთრებით მომწამვლელია, რადგან სასიამოვნო სურნელის მიღმა ქიმიური ნაერთებია, რომელთაც ჰორმონალური დარღვევების, ალერგიის, რეპროდუქციული პრობლემებისა და ასევე კიბოს გამოწვევა შეუძლია.

"ამერიკიის შეერთებული შტატების საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია" (FDA) და "გარემოს სამუშაო ჯგუფი" (EWG) განმარტავენ, "როდესაც თავის მოვლისა და ჰიგიენის საშუალებებს იძენთ და შეფუთვაზე "სუნამო" (Fragnance) აწერია, იგულისხმეთ, რომ მასში "დამალული ქიმიური ნაერთები" იგულისხმება. ასეთი პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს აქვთ უფლება, ინგრედიენტების დაკონკრეტების ნაცვლად, ნებისმიერ ჰიგიენურ საშუალებას, "სუნამოს არომატით" ან რაიმე მსგავსი დააწერონ, ამას კი იმით ხსნიან, რომ წარმოების საიდუმლოს გაცემა არ სურთ," - განმარტავენ ისინი.

"კოსმეტიკის უსაფრთხოების კამპანიის" ფარგლებში, აშშ-ში სუნამოების კვლევა ჩატარდა, რომლის მეშვეობითაც ყველაზე 17 გავრცელებული, ძვირადღირებული და პოპულარული ბრენდის პროდუქციის შემადგენლობაში 38 ტიპის ქიმიური ნაერთი აღმოჩნდა, რომელთა შესახებ ეტიკეტზე არაფერი ეწერა. ამ ბრენდების ჩამონათვალშია Chanel, Giorgio Armani, Bath&Body Works, Old Spice, Calvin Klein…

კვლევის შემდეგ შედგენილ ანგარიშში ვკითხულობთ, - "სუნამოებში აღმოჩენილი ქიმიური ნაერთები დიეთილის, ფტალატის მჟავას შეიცავენ, რომელიც უარყოფითად მოქმედებს მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაზე.

ალკოქსიკეტონი კი ქალებში წონის მატებას უწყობს ხელს და დედებში რძის წარმოქმნას ართულებს."

სუნამოს შექმნა ქიმიური ნაერთების კომბნაციით ხდება, რომელთა მიღებაც ნავთობისა და სხვა ნედლეულისგანაა შესაძლებელი. სუნამოების "საიდუმლო ინგრედიენტები" კი ეს ქიმიური ნაერთებია:

1. პარაბენები გროვდება ორგანიზმში და არღვევს ჰორმონალურ წონასწორობას, რაც განაპირობებს ბავშვების ნაადრევ სქესობრივ მომწიფებას, სარძევე ჯირკვლის სიმსივნის განვითარების რისკის მომატებას. ორსულობის დროს პარაბენებმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის რეპროდუქციული სისტემის დარღვევები. ახლო პერიოდამდე, პარაბენები ითვლებოდა უსაფრთხო და უნივერსალურ კონსერვანტად. თუმცა, 2004 წელს ინგლისელმა ბიოლოგმა ფილიპ დარბრემ გამოაქვეყნა ძუძუს კიბოს კვლევის შედეგები: 20-დან 19 ნიმუშში პარაბენები დიდი რაოდენობით აღმოჩნდა.

2. ფტალატის მჟავა - კარცენოგენული ნივთიერება, რომელიც რეპროდუქციულ უნარებს უქმნის საფრთხეს და სპერმის გამოყოფას, მკერდის სწრაფ განვითარებასა და დაბადების შემდეგ დეფექტებს იწვევს.

3. სინთეტიკური მუშკი - ჰორმონალურ დარღვევებსა და რძის წარმოქმნის პრობლემებს, სიმსუქნესა და სისხლის პრობლემებს უკავშირდება.

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ვინმეს სუნამოს გამო თავი აგტკივებიათ?

დისკომფორტი, მოულოდნელი დაღლილობა, გაბრუება და გაღიზიანება გიგრძვნიათ? როცა თქვენი თანამშრომლების სუნამოს სურნელი შეიგრძენით? - ეს ყველაფერი იმის ნიშანია, რომ თქვენს ორგანიზმს ქიმიური ნაერთების მიმართ მგრძნობელობა გაუმძაფრდა და ეს იმაზე ხშირად ხდება, ვიდრე გგონიათ და გახსოვთ. ასე რომ, როდესაც თამბაქოს გამონაბოლქვი გაწუხებთ და იცით, რომ თქვენთვის საზიანოა, იგივე შეგიძლიათ თქვათ სუნამოებზე, რომლებსაც გარშემომყოფები ატარებენ.

ყველაზე სასიამოვნო, რისი თქმაც აღნიშნულის შემდეგ შეიძლება, ის არის, რომ ქიმიური ნაერთების გარეშე დამზადებული სუნამოები არსებობს. ისინი ორგანული ზეთებისგან შედგებიან და მათი შემადგენლობა 100%-ით ნატურალურია. ნუ ენდობით, თუ თავის მოვლის საშუალებებზე მითითებული With Perfume ან სუნამოს ეტიკეტზე არადამაკმაყოფილებელი ჩამონათვალია. მოითხოვეთ მხოლოდ ნატურალური პროდუქცია, რადგან მათი მოპოვება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

მომზადებულია Articles Mercola-ს მიხედვით.

myquiz