რუსეთში, 2015 წლის შემდეგ დაბადებულებზე შესაძლოა, თამბაქოს რეალიზება აიკრძალოს | Allnews.Ge

რუსეთში, 2015 წლის შემდეგ დაბადებულებზე შესაძლოა, თამბაქოს რეალიზება აიკრძალოს

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის გეგმის თანახმად, თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლისთვის რადიკალური ნაბიჯები გადაიდგმება და მისი რეალიზება 2015 წლის შემდეგ დაბადებულებზე აიკრძალება.

რუსეთის ფედერაცია თამბაქოს მოხმარების მიმართ, დიდი ხნის განმავლობაში იყო ტოლერანტული, თუმცა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევაზე შეზღუდვების დაწესება 2013 წლიდან დაიწყო.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მსჯელობა, თუ რამდენად შეძლებს აღნიშნული კანონის საშუალებით, საზოგადოება თამბაქოს მოხმარებისგან გათავისუფლებას.

ინიციტივას ოპონენტებიც გამოუჩნდნენ, მათი თქმით, თამბაქოს მოხმარების სრულად აკრძალვით, შავი ბაზარი გაჩნდება, რომლის მეშვეობითაც დაბალი ხარისხის პროდუქტის რეალიზება მოხდება, ეს კი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე უფრო უარყოფითად აისახება.

რა უპირატესობები აქვს ელექტრომობილს და როგორია მისი ფასი

რუსეთის პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლაი გარასიმეკოს განცხადებით, -"ეს მიზანი იდეალურადაა დასახული".

პარლამენტის სხდომაზე სხვა სპიკერებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული ინიციატივა უნდა დაზუსტდეს და კონსულტაციები სხვა მინისტრებთანაც შედგეს.

პირველი ქვეყანა, რომელმაც მოწევა აკრძალა

2016 წელს, რუსეთში მწეველთა რიცხვი 10%-ით შემცირდა. იქ თამბაქოს მოსახლეობის 31% მოიხმარს.

ზემოთ ხსენებული, აკრძალვის ძალაში შესვლის შემთხვევაში, რუსეთის ფედერაცია ერთადერთი ქვეყანა იქნება, რომელიც სიგარეტის რეალიზაცია-მოხმარების მიმართ ასეთ მკაცრ ზომებს მიიღებს.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.

myquiz