უცნაური ნივთები, რომელთა ატანაც მგზავრებს თვითმფრინავის ბორტზე უცდიათ | Allnews.Ge

უცნაური ნივთები, რომელთა ატანაც მგზავრებს თვითმფრინავის ბორტზე უცდიათ

თვითმფრინავის ბორტზე რომ ყველაფრის ატანა არ შეიძლება, ეს ახალი არ არის. სხვადასხვა ავიაკომპანიებს განსხვავებული აკრძალვები აქვთ, ამიტომაც ხშირად მგზავრებს ინფორმაციის არქონის გამო, უწევთ ცალკეული ნივთების აეროპორტში დატოვება. მაგალითად, ხშირია ბოთლით წყლის, მაკრატლის, თხევადი ნივთების და ა.შ დატოვება.

თუმცა, არიან ისეთი მგზავრებიც, რომლებიც მოტყუებით ცდილობენ სხავდასხვა ნივთების ბორტზე ატანას. ერთ-ერთმა ბრიტანულმა მედიამ იმ უცნაური ნივთების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლის ატანაც მგზავრებს თვითმფრინავის ბორტზე უცდიათ. ესენია:

 

კუ ჰამბურგერში

ერთმა ჩინელმა მგზავრმა კუ ჰამბურგერში მოათავსა და ასე სცადა ბორტზე ასვლა. თუმცა, შემოწმებისას უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა შენიშნეს უცნაური ჰამბურგერი და იგი აეროპორტში დაატოვებინეს.

ნაწილებად დაშლილი ცეცხლსასროლი იარაღი სათამშოებში

ამერიკელმა მგზავრმა ბორტზე იარაღის ატანა შვილის სათამაშოების დახმარებით სცადა. მან 4 წლის შვილის სათამაშო კურდღელში ტყვიებით სავსე კონტეინერი მოათავსა. იარაღის ერთი ნაწილი "მიკი მაუსში" ჩადო, მეორე ნაწილი კი სხვა სათამაშოში. თუმცა, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა იარაღი იპოვეს და მამაკაცი შვილთან ერთად რამდენიმე საათით დააკავეს. იარაღი ამოიღეს, მოგვიანებით კი მგზავრები ბორტზე აუშვეს.

თავკომბალები პირში

სამხრეთკორეელი ქალი ჩინეთის ერთ-ერთ აეროპორტში დააკავეს იმის გამო, რომ მან თვითმფრინავის ბორტზე თავკომბალების აყვანა სცადა. ამფიბიები მგზავრს პირის ღრუში ჰქონდა მოთავსებული. შემოწმების დროს ქალს ხელში წყლით სავსე ბოთლი ეჭირა. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა მას წყლის დალევა ან ბოთლის გადაგდება მოსთხოვა. მგზავრმა რატომღაც პირველი ვარიანტი აირჩია, რის შედეგადაც დამალული თავკომბალების შესახებ აეროპორტის თანამშრომლებმა გაიგეს.

 

7 გველი და 3 კუ საცვალში

მაიამიდან ბრაზილიაში მიმავალმა მამაკაცმა ეგზოტიკური ცხოველების საცვლით გადატანა სცადა. თუმცა, შემოწმების დროს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა გველები და კუები შენიშნეს.

ცხედარი ეტლში, თითქოს ერთ-ერთი მგზავრი იყო

ბრიტანეთის ერთ-ერთ აეროპორტში ორი ქალი დააკავეს, მათ თვითმფრინავში გარდაცვლილი ნათესავის აყვანა სცადეს. 41 და 66 წლის გერმანელი მგზავრები აერპორტშივე დააკავეს. როგორც გაირკვა, მათ გარდაცვლილი 91 წლის მამაკაცის ცხედრის ბერლინში გადაყვანა ჰქონდათ განზრახული. მგზავრები ამტკიცებდნენ, რომ მამაკაცს ეძინა.

ნიანგი ჩემოდანში

 

კონგოს ერთ-ერთ აეროპორტში მამაკაცმა ჩემოდნით ნიანგის თითმფრინავის ბორტზე აყვანა სცადა. მას ცხოველი გასაყიდად სხვა ქალაქში მიჰყავდა. მგზავრმა მოახერხა ნიანგის მოტყუებით აყვანა ბორტზე. თუმცა, ფრენის დროს ცხოველი გაიქცა, მგზავრები პანიკაში ჩავარდნენ. დაიბნა პილოტიც, რის გამოც თვითმფრინავი სახლს შეეჯახა. დაიღუპა ყველა მგზავრი, გარდა ერთისა, რომელმაც შემდეგ გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდა.

თავის ქალა და ადამიანის კბილები ჩემოდანში

ჰოლივუდის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა დააკავეს 2 მგზავრი, რომელთაც ჩემოდანში ადამიანის თავის ქალა და კბილები ჰქონდათ მოთავსებული.

ლაზერული ხმალი "ვარსკვლავური ომებიდან"

"ვარსკვლავურ ომებში" მონაწილე მსახიობი პიტერ მეიჰიუ დენვერის აეროპორტში გააჩერეს, ვინაიდან მას ბორტზე ლაზერული ხმალი აჰქონდა. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები დილემის წინაშე აღმოჩნდნენ, გაეტანებინათ თუ არა მსახიობისთვის აღნიშნული ნივთი. საბოლოოდ, შეთანხმდნენ რომ გამორიცხული იყო ცნობილ მსახიობს ლაზერული ხმლით თვითმფრინავი გაეტაცებინა ან მგზავრებისთვის საფრთხე შეექმნა.

ლემურები საცვალში

დელის აეროპორტიდან დუბაიში მიმავალ სამ მამაკაცს საცვალში პატარა ლემურები აღმოუჩინეს. როგორც აღმოჩნდა, მგზავრებს ცხოველები აგსაყიდად მიჰყავდათ.

დანა მაიონეზის ქილაში

ნიუ-იორკიდან მიმავალმა მგზავრმა მაიონეზის ქილაში დანა დამალა და ისე სცადა თვითმფრინავის ბორტზე ატანა. უსაფრთხოების სამსახურმა მაიონეზის და დანის კონფისკაცია მოახდინა, მგზავრი კი ბორტზე აუშვა.

myquiz