09.01.2017 / 13:58
შრიფტის ზომა:

პროდუქტი, რომელსაც ორგანიზმიდან ნიკოტინი გამოაქვს

ქრონიკული მწეველები მავნე ჩვევის მიტოვების შემთხვევაში, ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეიგრძნობენ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მოწევის გამო წლების განმავლობაში ორგანიზმში დაგროვილი მავნე ნივთიერებები (ტოქსინები) უმალ არ გამოძევდება. ამას ხშირად 6-8 თვე სჭირდება. თუ თქვენ მოწევაზე უარი თქვით და საბოლოოდ გინდათ სძლიოთ მავნე ჩვევას, მიირთვით რაც შეიძლება ბევრი ისპანახი. მას ორგანიზმიდან ნიკოტინი გამოაქვს.

ისპანახში უხვადაა B9 ვიტამინი (ფოლის მჟავა), რომელიც აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციობისთვის და კუნთოვანი ტონუსის შენარჩუნებისთვის. ის განსაკუთრებით საინტერესო ვიტამინია სწორედ მწეველთათვის, რადგანაც თამბაქოს ხანგრძლივად მოხმარება, ჩვეულებრივ, ორგანიზმში ამ ვიტამინის დეფიციტით ხასიათდება.

ისპანახს აქვს კიდევ ერთი საინტერესო თვისება. მისი მოყვარულები (ვინც რეგულარულად მიირთმევს ამ მცენარისგან დამზადებულ კერძებს) ხშირად აღნიშნავენ, რომ დროთა განმავლობაში სხვაგვარად შეიგრნობენ თამბაქოს კვამლის გემოს. მოწევის პროცესი მათთვის უსიამოვნო ხდება და ადვილადაც ანებებენ თავს მოწევას. ასე რომ, თუ თამბაქოს მოწევის მავნე ჩვევას ვერ ერევით, საკვებ რაციონში აუცილებლად ჩართეთ ისპანახი!

თინათინ გოცაძე