ადამიანი, რომელმაც "ჩიპსი" შექმნა | Allnews.Ge

ადამიანი, რომელმაც "ჩიპსი" შექმნა

კარტოფილის "ჩიპსი" პოპულარობას არ კარგავს და ის ბევრი ჩვენგანის საყვარელი წასახემსებელი საკვებია, რომლის ისტორიაც 1853 წლიდან იწყება.

წარმოშობით აფრიკელი ჯორჯ კრამი, რომელიც მზარეული იყო, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. ის 1822 წელს ნიუ ოირკში დაიბადა. ადრეულ წლებში ნადირობის მსურველთა გიდად და Cary Moon’s Lake House-ში დასთან ერთად მზარეულად მუშაობდა, სადაც კულინარიული უნარების განვითარება და დახვეწა შეძლო.

ჯორჯ კრამს ექსპერტიმენტების არ ეშინოდა. ტბასთან მდებარე პატარა სახლი ბევრ ტურისტსა და დამთვალიერებელს იზიდავდა, როდესაც კრამმა, როგორც მზარეულმა, პოპულარობა  მოიპოვა.

"ჩიპსის" ისტორიის მიხედვით, ჯორჯ კრამმა შემწვარი კარტოფილი მდიდარ მონღოლ კორნელიუს ვანდერბიტს მიართვა, რომელიც ტბის სახლს რეგულარუად სტუმრობდა.

საპატიო სტუმარი სქლად დაჭრილი კარტოფილის გამო მუდამ უკმაყოფილებას გამოთქვამდა და მისი ზომის შემცირებას ითხოვდა, რის შედეგადაც, კრამმა ერთხელ კარტოფილი ძალიან თხლად დაჭრა, ბევრი მარილი მოაყარა და ვანდერბიტს მიართვა, რომელსაც კერძი ძალიან მოეწონა.

ტბის სახლის მეპატრონემ, ქერი მუნმა, ახალი კერძი მენიუს სწრაფად დაამატა და მყიდველებს მისი ჯერ ქაღალდით, შემდეგ კი ყუთით წაღების საშუალება მისცა.

კარტოფილის "ჩიპსის" შექმნის მეორე ისტორიის თანახმად კი ეს ჯორჯ კრამის დამ შემთხვევით მოახერხა. კარტოფილის დაჭრისას ერთ-ერთი ძალიან თხელი ნაჭერი ტაფაში ჩავარდა და შეიწვა და სწორედ ამის შემდეგ დაიბადა კარტოფილის "ჩიპსი".

ჯორჯ კრამმა სარატოგაში, საკუთარი რესტორანი "Crum’s House" გახსნა, სადაც მისულ მომხმარებლებს კარტოფილის "ჩიპსს" აუცილებლად გაასინჯებდნენ. ასევე, ამ რესტორანში ერთი წესი იყო, ყველა მისულს, მნიშვნელობა არ აქვს, მდიდარი იქნებოდა თუ ღარიბი, ერთნაირად ემსახურებოდნენ, პრივილეგიით არავინ სარგებლობდა.

რესტორნის გახსნასთან ერთად კრამმა თავისი კარტოფილი დახვეწა, თუმცხა არასდროს დაუპატენტებია.

კარტოფილის "ჩიპსს" ბევრი ისტორია უკავშირდება, თუმცა ჯორჯ კრამი და მისი და, კეტრინ ვიკსი ამ გემრიელი წასახემსებლის გამომგონებლებად მიიჩნევიან.

 

მომზადებულია The Wintage News-ის მიხედვით.

myquiz