07.01.2017 / 12:50
შრიფტის ზომა:

გერმანიაში ჰიტლერის ავტობიოგრაფიული ნაწარმოები ბესტსელერი გახდა

1945 წელს ადოლფ ჰიტლერის თვითმკვლელობის შემდეგ, მისი ავტობიოფრაფიული ნაწარმოების, "ჩემი ბრძოლის" (Mein Kampf)  გამოცემაზე გერმანიაში, ბავარიის შტატმა უარი თქვა, თუმცა ავტორის გარდაცვალებიდან 70 წლის შემდეგ, 2016 წლიდან მისი გამოცემა აკრძალული აღარ არის.

2016 წლის იანვრიდან დღემდე 85 000 ეგზემპლარი გაიყიდა და გერმანიაში წლის ბესტსელერი გახდა.

"ამაზონზე" მისი დადების შემდეგ, "მაინ კამპი" მთლიანად გაიყიდა. კრიტიკოსების თქმით, მისი საშუალებით ნაცისტური პროპაგანდის გავრცელება ხდება. მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებებისა, ადოლფ ჰიტლერის ავტობიოგრაფიული ნაწარმოების ორივე ტომის თარგმნას ფრანგულად და ინგლისურად გეგმავენ.

მომზადებულია Indepentent-ის მიხედვით.