04.01.2017 / 13:46
შრიფტის ზომა:

როგორ მოვიშოროთ აკნეს ლაქები

აკნე ყველასთვის არასასიამოვნო და მტკივნეული საკითხია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვუმკურნალებთ, მოვირჩენთ და შემდეგ სახეზე მისი ნაიარევი გვრჩება. ნაიარევი გაცილებით გვიან ქრება კანიდან, ვიდრე თავად აკნე, თუმცა, მთავარია, მისი მოცილების სწორ მეთოდებს მივმართოთ, რათა კანი უფრო არ დავიზიანოთ.

გამოცემა Natural Living Idea-ს დერმატოლოგები გვირჩევენ, რომ აკნეს ნაიარევის მოცილებას ბუნებრივი, ნატურალური საშუალებებით ვეცადოთ. ისინი რამდენიმე მეთოდს გვთავაზობენ:

1. ალოე ვერა
ახალ ალოე ვერას გელს, რომელიც ვიტამინების წყაროა, ნაიარევის გაქრობა და კანის მკურნალობა შესანიშნავად შეუძლია. მისი გამოყენებისას გვერდით ეფექტებზე ნუ იფიქრებთ, რადგან ეს არ მოხდება. ალოე ვერას ფოთოლი დაანაწევრეთ,  გამოწურეთ და ნელი მოძრაობით შეიზილეთ. 30 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიიბანეთ. ასევე, თუ კანის დატენიანება გსურთ, ალოე ვერა ამის შესანიშნავი საშუალებაა.

2. საჭმელი სოდა
ის ყველას ოჯახში მოიპოვება და უამრავი გამოყენება აქვს, მათ შორის, სახიდან აკნეს ნაიარევის მოცილებაც შეუძლია. საჭმელ სოდას სკრაბის ფუნქციით გამოყენებისას, კანის აქერცვლა და გასუფთავება შეუძლია.

შეურიეთ რამდენიმე კოვზი საჭმლის სოდა იმდენ წყალს, რომ პასტა დაამზადოთ და ნელი მოძრაობით ნაიარევებზე შეიზილეთ. მისი სახეზე გაჩერება 2 წუთის განმავლობაშია რეკომენდებული. ამ დროის მანძილზე, სოდა ფორებს ასუფთავებს და მომავალი გართულებების თავიდან აცილებას უწყობს ხელს. ორი წუთის შემდეგ, სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ და დამატენიანებელი წაისვით.

3. ქოქოსის ზეთი

ის არაჩვეულებრივი დამატენიანებელი საშუალებაა. ერთი ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი ხელის გულზე დაიდეთ და სხეულის ტემპერატურაზე დაადნეთ, შემდეგ ნაიარევებზე შეიზილეთ და დაელოდეთ, სანამ შეიწოვს.

ქოქოსის ზეთს ჩამობანა არ სჭირდება, მან კანის გაჯანსაღებისთვის მთელი დღე უნდა იმუშაოს. თუ ქოქოსის ზეთით მთელი დღის გატარება თქვენთვის არაკომფორტულია, მხოლოდ ნახევარი საათის განმავლობაში გაიჩერეთ და შემდეგ სახის გამწმენდი სითხით მოიშორეთ.

4. კიტრი
ეს ბოსტნეული სახის მოვლის ძალიან პოპულარული საშუალებაა, რომელსაც დამატენიანებელი ფუნქცია აქვს. კიტრი ვიტამინ A-ს, ვიტამინ C-სა და მაგნიუმს შეიცავს. დაჭერით კიტრი თხელ ნაჭრებად და დაიწყეთ ნაიარევებზე, გაიჩერეთ 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი სახე ცივი წყლით დაიბანეთ.
პროცედურა დღის განმავლობაში რამდენჯერმე გაიმეორეთ.

5. თაფლი

დაუმუშავებელი თაფლი კიდევ ერთი კარგი დამატენიანებელია, რომელიც სახის კანზე ნელა უნდა შეიზილოთ და ეს პროცედურა რამდენჯერაც გნებავთ, იმდენჯერ გაიმეოროთ.

6. კარტოფილის წვენი

ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი კარტოფილს სამკურნალო თვისებებიც აქვს. მისი წვენი აკნესა და ნაიარევების სამკურნალოდ კარგი საშულებაა. დაჭერით თხელ ნაჭრებად და დაიდეთ ნაიარევებზე ან კარტოფილის წვენი შეიზილეთ და 15 წუთი გაიჩერეთ, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
პროცედურა დღეში ერთხელ გაიკეთეთ.

7. სანდლის ხე

სანდლის ხე კანის მკურნალობისთვის განკუთვნილი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა და მისი მომზადება სახლის პირობებშიც ადვილია. ერთი ჩაის კოვზი სანდლის ხის პუდრი რამდენიმე წვეთ ვარდის წყალში ან რძეში შეურიეთ და პასტა დაამზადეთ. მიღებული მასა პრობლემურ ადგილებში შეიზილეთ და 30 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ. პროცედურა ყოველდღე გაიმეორეთ.

8. ძმარი

მას წითელი წერტილებისა და ლაქების მოცილება შეუძლია. გააზავეთ ძმარი წყალში და დაზიანებულ კანზე ბამბით შეიზილეთ. მალე შეამჩნევთ, რომ ლაქები გაქრობას დაიწყებს.

9. რეტინოიდები

რეტინოიდების გამოყენებით თქვენი კანი გაჯანსაღდება, რადგან ისინი A ვიტამინს შეიცავენ და აკნეს წარმოქმნას უშლიან ხელს. მათ ნებისმიერი დერმატოლოგი გირჩევთ.

10. წყალი

თქვენს ორგანიზმში მიმდინარე პროცესები კანზე პირდაპირ აისახება, ამიტომ იმდენი წყალი მიიღეთ, რამდენიც შეგიძლიათ, დეჰიდრატაციას აკნეს გამოწვევა შეუძლია. ეცადეთ, დღის განმავლობაში 5-დან 8 ჭიქამდე წყალი მიირთვათ, რათა კანის დატენიანდეს და აღდგენა დაიწყოს.