10 ნივთი, რომელიც 2017 წელს გაიაფდება | Allnews.Ge

10 ნივთი, რომელიც 2017 წელს გაიაფდება

ზოგიერთი ძვირადღირებული ნივთი ყველას გვსურს, თუმცა ფასის გამო მათ შეძენას ვერ ვახერხებთ. "ბიზნეს ინსაიდერი" წარმოგიდგენთ იმ ძვირადღირებული ნივთების ჩამონათვალს, რომელთა ფასიც 2017 წელს შედარებით შემცირდება.

1. მაკბუქი/MacBooks

ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ კომპანია Apple-მა, 2017 წელს შესაძლოა, MacBook-სა და ახალ MacBook Pros-ზე ფასები შეამციროს.

2. 4K ტელევიზორები

რამდენიმე წლის წინ, ასეთი ტიპის ტელევიზორების ღირებულება 4 000$-დან 6 000$-მდე იყო, ერთი წლის წინ, ის 1 000$-ით გაიაფდა. ექსპერტების შეფასებით, აღნიშნული ტელევიზორის ღირებულება 1 000$-მდე შემცირდება.

3. ავოკადო

მისი ფასი, აშშ-ში, დაახლოებით 3$-ს შეადგენდა. თუმცა, 2017 წლისთვის მისი ღირებულება შემცირდება.

4. ბოსტნეული, ხილი, კვერცხი

მათმა ღირებულებამ 2016 წელს მოიმატა. მიუხედავად იმისა, რომ ფასები პროდუქტზე ყველა ქვეყანაში განსხვავებულია, Business Insider იუწყება, რომ აღნიშნული პროდუქტების ღირებულება, სავარადოდ 2-3%-ით დაიკლებს.

5. ძირითადი მოხმარების საკვები პროდუქტები

მათი ღირებულების შემცირება, ცხადია, ქვეყნის ეკონომიკაზეა დამოკიდებული, ამიტომ განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში აღნიშნული პროდუქციის ფასი დაიკლებს.

6. თვითმფრინავის ეკონომ-ბილეთები

კომპანიები მათ ფასებს თავადავე არეგულირებდნენ, თუმცა, კონკურენციის ზრდის ტენდენცია შეინიშნება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ტარიფების შემცირებას უნდა ველოდოთ.

7. ზოგადად, ფრენის ღირებულება

ამერიკელი ექსპერტები მის დაახლოებით 4,6%-ით შემცირებას ვარაუდობენ, იმ შემთხვევაში, თუ საწვავის ღირებულება არ მოიმატებს.

8. ტურისტული სერვისები

ტურისტული კომპანიები ცდილობენ ერთმანეთს კონკურენცია გაუწიონ და ამის ხარჯზე მომხმარებელს სულ უფრო ხელმისაწვდომ სერვისს სთავაზობენ, შესაბამისად, ეს ტენდენცია 2017 წელსაც გაგრძელდება.

9. ავტომობილის ზოგიერთი მოდელის ღირებულება და ლიზინგი

2017 წელს მსოფლიოში ზოგიერთი ავტომობილის ღირებულება შედარებით შემცირდება. მაგალითად, Audi A4-ის ღირებულება 2 400$-მდე, Hyundai Elantra-ს ფასი 100$-ით, ხოლო Kia Cadenza-ს შემთხვევაში 1 000$-ით დაიკლებს.

10. ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილები

Tesla Model S-ს ღირებულება, 2017 წელს 35 000$ იქნება. ღირებულებების შემცირებას სხვა ელექტრო ავტომობილებზეც ელოდებიან.

myquiz