13 ნიშანი იმისა, რომ სამსახური სწორად გაქვთ შერჩეული | Allnews.Ge

13 ნიშანი იმისა, რომ სამსახური სწორად გაქვთ შერჩეული

სამსახურში დიდ დროს ვატარებთ, ამიტომ მისი სწორად შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. ხანდახან, ჩვენი სამსახური გვბეზრდება და გვგონია, რომ იქ არ ვართ, სადაც უნდა ვმუშაობდეთ, თუმცა, შესაძლოა, ასე არ იყოს.

Business Insider-ი გვთავაზობს 13 ნიშანს, რომელიც იმაზე მეტყველებს, რომ სამსახური სწორად გვაქვს შერჩეული:

1. სამსახურში დრო მიფრინავს

როდესაც დროს ამოწმებთ, ხვდებით, რომ ძალიან მალე გავიდა, თუმცა ბევრი რამის გაკეთება მოასწარით.

ეს ნიშნავს, რომ თქვენი სამუშაო მოსაბეზრებელი არ არის და სწორედ იმას აკეთებთ, რაც მოგწონთ.

2. მიდიხართ რისკებსა და გამოწვევებზე

თუ ისეთ ორგანიზაციაში მუშაობთ, რომელიც თანამშრომლებს ყველა შეცდომისთვის არ სჯის, ეს ნიშნავს, რომ საკუთარი თავის გამოცდისა და გარისკვის საშუალება გაქვთ, რაც განვითარებისთვის ყველას სჭირდება.

3. ყოველ დილით ყავა არ გესაჭიროებათ

ყოველ დილით ყავას მოტივაციისა და ენერგიისთვის არ სვამთ, რადგან მისით ისედაც სავსე ხართ, რის საფუძველსაც თქვენი სამსახური გაძლევთ.

4. თქვენი უფროსი მოტივაციას გაძლევთ

თუ ფიქრობთ, რომ რბილი ხასიათის მქონე და თბილი უფროსი ყველაზე კარგი ლიდერია, ცდებით, რადგან მისი მთავარი მოვალეობა გუნდის შეკვრა, კონფლიქტის თავიდან აცილება, თანამშრომლების საქმიანობასა და გამოწვევებს შორის ბალანსის შენარჩუნებაა.

5. საყვარელი ადამიანებისთვის საკმარისი დრო გრჩებათ

სამსახურმა ჯანმრთელობა და ადამიანური ურთიერთობები არ უნდა გაანადგუროს. კარგი სამუშაო გარემო და საქმიანობა საშუალებას იძლევა, იყოთ წარმატებული და დრო მეგობრებისთვის, ოჯახისა და ჰობისთვისაც გრჩებოდეთ.

6. თანამშრომლები თქვენი მეგობრები არიან

ძალიან მოგწონთ იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებთანაც მუშაობთ, რადგან ისინი მოტივაციას გაძლევენ და გაგრძნობინებენ, რომ ერთი გუნდი ხართ.

7. კვირა დღეს მშვიდად ხართ

როდესაც კვირა დღეს მშვიდად ატარებთ და ორშაბათის მოსვლა ძალიან არ გაღიზიანებთ, ეს სტრესულ მდგომარეობაში არ გაყენებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

8. ორშაბათს პოზიტიურად იწყებთ

ყოველ ორშაბათს მოტივაციის ნაკლებობას არ განიცდით, რადგან კვირას კარგად დაისვენეთ, თუმცა მეორე დღეს მუშაობა გეხალისებათ.

9. სამსახურზე ხშირად საუბრობთ

ეს სხვებისთვის ძალიან გამაღიზიანებელი ჩვევაა, თუმცა იმის მანიშნებელია, რომ თქვენი სამსახური მოგწონთ.

10. წარმატებულ ორგანიზაციაში მუშაობთ

ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რადგან წარმატებულ ორგანიზაციაში მუშაობა გარკვეულწილად თქვენს წარმატებასაც განსაზღვრავს.

11. ყოველდღიურ საქმიანობას თავს კარგად ართმევთ

რასაც აკეთებთ, არ გბეზრდებათ და გსურთ, უფრო და უფრო კარგად გააკეთოთ. საქმის სიმრავლეს კი ჭკუიდან არ გადაყავხართ.

12. ფულზე არ წუხხართ

საოცნებო სამსახურიც კი კოშმარად იქცევა, როცა საკმარისს არ გიხდიან. ადამიანებს, რომლებიც იქ მუშაობენ, სადაც კარგად უხდიან, სამსახური სწორად აქვთ შერჩეული, თუნდაც ხანდახან მოსაბეზრებლად მოეჩვენოთ.

13. თქვენი უფროსის პოზიცია გსურთ

თუ სამსახური მოგწონთ, მაგრამ თქვენი ხელმძღვანელის პროფესიული საქმიანობა გხიბლავთ და მისი საქმიანობის თქვენც წარმატებით განხორციელება გსურთ, ეს კარგი ნიშანია, ესე იგი კომპანია სწორად გაქვთ შერჩეული.

myquiz