რა ქონებას ფლობს აზერბაიჯანის პრეზიდენტი | Allnews.Ge

რა ქონებას ფლობს აზერბაიჯანის პრეზიდენტი

ილჰამ ალიევის თვიური ხელფასი 15 ათას მანათს ანუ დღევანდელი კურსის გათვალისწინებით, 8 605 აშშ დოლარს შეადგენს. ეს ერთადერთი საჯარო ინფორმაციაა, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქონებრივი დეკლარაციიდან საჯაროვდება და ისიც იმ მიზეზით, რომ პრეზიდენტის ხელფასი აზერბაიჯანში საარჩევნო კოდექსით არის დაფიქსირებული.

მსოფლიო ლიდერების სახელფასო რეიტინგი

ალიევების ოჯახის მფლობელობაში არსებული ქონების მიმართ ინტერესი ვერც Washington Post-მა დამალა და 2010 წელს გამოქვეყნა სტატია, საიდანაც ირკვევა, რომ 2009 წლის დასაწყისში ალიევების 11 წლის წარმომადგენელი ჰეიდარი, დუბაის სანაპირო ზოლზე მდებარე 9 ელიტარული ვილის მფლობელი გახდა.

უძრავი ქონების საერთო ღირებულება 44 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

გარდა ამისა, არაბთა გაერთიანებული საამიროების უძრავი ქონების რეესტრში, ლეილა და არზუ ალიევების სახელზე საცხოვრებელი ფართია დაფიქსირებული.

აზერბაიჯანში ქვეყნის პრეზიდენტის ინტერნეტში შეურაცხყოფა კანონით დასჯადი გახდა

ჯამში, დუბაის ტერიტორიაზე ალიევის შვილებზე დარეგისტრირებული უძრავი ქონების ღირებულება 75 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

myquiz