რა ფაქტორები უწყობს ხელს ფილტვის კიბოს წარმოქმნას | Allnews.Ge

რა ფაქტორები უწყობს ხელს ფილტვის კიბოს წარმოქმნას

მსოფლიოში ყოველწლიურად, ფილტვის კიბოთი ბევრი ადამიანი იღუპება. საქართველოში სიკვდილის მიზეზებს შორის რესპირაციული დაავადებების რაოდენობა 4%-ს შეადგენს.

ფილტვის კიბო, შესაძლოა, მაშინაც გაჩნდეს, როდესაც პაციენტი არც მწეველია და არც არაჯანსაღ ცხოვრების წესს მისდევს, შესაბამისად, სიმპტომები, რომლებიც ამ დაავადებას გამოავლენს, საყურადღებოა.

"სიმსივნური დაავადებები, რომლებიც ზედაპირულად განლაგებულ ორგანოებში გვხვდება, უფრო ადვილად ამოსაცნობია, ვიდრე ღრმა ქსოვილებში არსებული დაავადებები, მათი რიცხვს სწორედ ფილტვის კიბო მიეკუთვნება," - განნმარტავს "თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი," ეკატერინე სანიკიძე.

სპეციალისტის თქმით, ფილტვის კიბოს პირველ სტადიაზე გამოკვეთილი ნიშნები არ აქვს, რაც ადრეულ პერიოდში დიაგნოსტირებას ართულებს, - "ის შეგვიძლია, 3 სტადიად მოვიაზროთ. როდესაც სიმსივნე განვითარებას იწყებს, ის შეიძლება, რენტენოლოგიური შემოწმებით არ გამოვლინდეს, მეორე შემთხვევაში სიმპტომებით ხასიათდება და მხოლოდ რენტგენულ გამოსახულებაზე ჩანს, მესამე შემთხვევაში კი, საქმე უკვე ე.წ კლინიკურ სტადიასთან გვაქვს, რომელიც გარკვეული სიმპტომებით ვლინდება," - აღნიშნავს ის და დასძენს, რომ აღნიშნულ დაავადებას მხოლოდ სიმსივნისთვის დამახასიათებელი კლასიკური ნიშანი არ აქვს, - "ეს შეიძლება იყოს როგორც ზეწოლის სინდრომით გამოწვეული ჰაერის უკმარისობა, ისე ჩასუნთქვის გაძნელება, ამოსუნქთქვის გაძნელება, სუნთვის მკვეთრი უკმარისობა, გახშირებული სუნთქვა, ხველა, ქოშინი, სისხლიანი ნახველი და სხვა."

რა ფაქტორები უწყობს ხელს ფილტვის კიბოს წარმოქმნას?

ჰაერის დაბინძურება ფილტვის კიბოს წარმოქმნის უპირველესი მიზეზია. რისკის ფაქტორი, რა თქმა უნდა, თამბაქოს მოწევაა

"დიდ ქალაქებში, სადაც ჰაერი განსაკუთრებით დაბინძურებულია და ტექნიკური გამონაბოლქვის გამო კარცენოგენული ნივთიერებები, რომლებიც კიბოს წარმოქმნას უწყობს ხელს, დიდი რაოდენობით გვხვდება, ბუნებრივია, დაავადების წარმოქმნის ხელშეწყობა ხდება. დროთა განმავლობაში, ეს მომწამვლელი ნივთიერებები ფილტვების ფუნქციის შესუსტებასა და ქსოვილის სტრუქტურის ცვლილებას იწვევს,"- განმარტავს ეკატერინე სანიკიძე.

ფილტვის კიბოს წარმოქმნას ხელს პასიური მოწევაც უწყობს, - "თვითონ მწეველებისთვის, ცხადია, თამბაქო საზიანოა, თუმცა ისინი ღრმად ჩასუნთქვასა და მავნე ნივთიერებების ნაწილის ამოსუნთვას მაინც ახერხებენ, მაგრამ პასიური მწეველებისთვის თამბაქოს გამონაბოლქვი, რომელიც კარცენოგენულ ნივთიერებებს შეიცავს, ორმაგად მომწამვლელია," - აღნიშნა მედიკოსმა Allnews.ge-სთან საუბარში.

რაც შეეხება ფილტვის კიბოს ასაკობრივ გავრცელებას, ონკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნული დაავადება, ძირითადად, პროდუქტიულ ასაკში წარმოიქმნება

"დაწყებული მოზარდთა ასაკიდან, დამთავრებული ხნიერი ასაკით, პირველი რომლებიც მავნე კარცენოგენულ ნივთიერებებთან სამსახურისა თუ საცხოვრებელი პირობების გამო, შეხებაში ხშირად არიან, ბუნებრივია, სიმსივნის წარმოქმნის რისკის ქვეშ იმყოფებიან. სიმსივნე, ძირითადად, ახალგაზრდა ასაკში გვხვდება და შემდეგში, უკვე მოხუცებულობის ასაკში თუ გამოვლინდა, რაც უფრო იშვიათ შემთხვევას წარმოადგენს, რადგან სიმსივნური დაავადებები მოხუცებულობის პერიოდში ნაკლებად ვლინდება, ეს შეიძლება, ხანგრძლივად მიმდინარე ქრონიკული დაავადებისგან იყოს გამოწვეული," - აღნიშნავს ეკატერინე სანიკიძე.

მედიკოსის თქმით, სიმსივნური დაავადებების წარმოქმნის რამდენიმე ვერსია არსებობს, მათ შორის, გენეტიკური თეორიაც, თუმცა როგორც ფილტვის, ისე სხვა ქსოვილების კიბო, შთამომავლობას პირდაპირ არ გადაეცემა, - "სიმსივნე მემკვიდრეობით არ გადადის, გადადის მხოლოდ სიმსივნის მიმართ განწყობა. როდესაც განსაკუთრებით ახლო ნათესავებს ანამნეზში სიმსივნური პროცესი ჰქონდათ, მათი შთამომავლობის აღნიშნული დაავადებებისადმი განწყობა უფრო მაღალია, ვიდრე იმ პირების ვის ახლო ნათესავებსაც ეს დაავდებები არ აწუხებდათ,"- განმარტა ონკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელმა.

ფილტვის კიბო სხვა ქვეყნებშიც გავრცელებული დაავადებაა. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში "ფილტვების ასოციაცია" ფუნქციონირებს, რომელიც რესპირაციულ დაავადებებს იკვლევს და თამბაქოს წინააღმდეგ აქტიურ პროპაგანდას ახორციელებს.

მისი წარმომადგენლის, ექიმი მაკკის თქმით, -"ექიმთან დროულ ვიზიტსა და ადრეული სიმპტომებისთვის ყურადღების მიქცევას, სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია."

ეკატერინე სანიკიძის თქმით, მსგავსი ტიპის ორგანიზაციების შექმნა, საქართველოსთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ყველა განვითარებულ ქვეყანაში დიდ როლს თამაშობენ.

"თბილისის ონკოლოგიური ცენტრის" ხელმძღვანელისა და "ამერიკის ფილტვების ასოციაციის" მედიკოსის თქმით, ფილტვის კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენის შემთხვევაში, აღნიშნული დაავადება განაჩენი არ არის.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz