ძაღლის მოვლისას დაშვებული შეცდომები | Allnews.Ge

ძაღლის მოვლისას დაშვებული შეცდომები

ძაღლის მოვლა ერთ-ერთი ყველაზე კარგი რამაა, რისი გაკეთებაც ცხოვრების მანძილზე შეგვიძლია, მაგრამ საკითხავია, სწორად ვაკეთებთ თუ არა ამას.

საყვარელი ცხოველის მოვლისას შესაძლოა, ისეთი შეცდომები დავუშვათ, რომელთა მნიშვნელობასაც ვერ ვაცნობიერებდეთ, ამიტომ შეცდომები უნდა აღმოვაჩინოთ და გამოვასწოროთ.

1. ძაღლის ავტომობილში მარტო დატოვება

წელიწადის რა დროც არ უნდა იყოს, ავტომობილში ძაღლის დატოვებამ შესაძლოა მის ჯანმრთელობას პრობლემა შეუქმნას, რადგან თუ გარემოში მისი სასიცოცხლო ტემპერატურა არ არის, თქვენი საყვარელი ცხოველი თავს ცუდად იგრძნობს. ამიტომ, თუ მისი ყველგან შეყვანა არ შეგიძლიათ, სახლში დატოვეთ.

2. არ უთითებთ, ცუდად როდის იქცევა

თქვენმა ძაღლმა არ იცის რა არის ცუდი და რა კარგი. შესაძლოა, ისინი ცუდი საქციელის ჩადენის დროს საყვარლები არიან, მაგრამ როდესაც რამეს აშავებენ, აუცილებლად უნდა მიუთითოთ.

3. მათი ზედმეტად გამოკვება

ცხადია, ისინი უფრო მოტივირებულები იქნებიან, დაგიჯერონ, თუ სასურველი ქცევის შესრულების შემდეგ, აჭმევთ, მაგრამ ძაღლის ზედმეტად გამოკვება მის ჯანმრთელობას პრობლემებს უქმნის.

4. კბილების გაწმენდის დავიწყება

ძაღლებისთვის კბილების გაწმენდა ყოველდღიურადაა რეკომენდებული, რათა ინფექცია არ შეეჭრათ ან რაიმე დაავადება არ შეხვდეთ.

5. არასწორად შერჩეული საყელო

თითოეულ ძაღლს თავისთვის შესაბამისი საყელო ესაჭიროება, რათა ყელი და კისერი არ დაუზიანდეთ, ამიტომ მისი შერჩევისას რეკომენდაციები ვეტერინარისგან უნდა მივიღოთ.

6. სეირნობისას ის გმართავთ

ამ დროს შესაძლოა, მან გზაზე გადაგარბენინოთ და უბედური შემთხვევა მოხდეს ან, აგრესიულ ძაღლებთან აღმოჩნდეთ, ამიტომ ყოველთვის მართეთ მისი ქცევა.

7. მისი დაკოდვის დავიწყება

თავშესაფრებში ძალიან ბევრი ძაღლი არასასურველი ორსულობის გამო ავადდება, ამიტომ თქვენს ძაღლს თუ ამისგან დაიცავთ, თქვენც მოგებულები დარჩებით.

8. საშიში პროდუქტების მიცემა

რასაც თქვენ მიირთმევთ, ყველაფრის ძაღლისთვის მიცემა არ შეიძლება, ამიტომ რეკომენდაციისთვის ვეტერინარს მიმართეთ და ის შესაბამის პროდუქტებს შეგირჩევთ.

9. ძაღლის ცემა

ასეთმა ქცევამ თქვენსა და თქვენს ძაღლს შორის შესაძლოა, ურთიერთობა გააფუჭოს, ამიტომ სჯობს, დასჯის უმტკივნეულო ფორმა შეარჩიოთ.

10. დასჯის ფორმად გალიაში ჩამწყვდევის გამოყენება

თუ გსურთ, რომ თქვენმა ძაღლმა გალიაში მშვიდად დაიძინოს და თქვენც დარწმუნდეთ, რომ მას საფრთხე არ ემუქრება, მის დასასჯელად სადმე დამწყვდევა, ნამდვილად ცუდი იდეაა.

მომზადებულია Little Things-ის მიხედვით.

myquiz