ჯანმრთელობის პრობლემები, რომელიც ახალგაზრდებს უფრო აწუხებთ, ვიდრე ასაკოვან ადამიანებს | Allnews.Ge

ჯანმრთელობის პრობლემები, რომელიც ახალგაზრდებს უფრო აწუხებთ, ვიდრე ასაკოვან ადამიანებს

ვეგბერდი Healthgrove-ი მკითხველს სთავაზობს იმ დაავადებების ჩამონათვალს, რომელიც ახალგაზრდებს უფრო ხშირად აწუხებთ, ვიდრე მოხუცებს. რეიტინგში პირველ ადგილას დეპრესიული აშლილობააა. აღნიშნული პრობლემა 100 000 ადამიანიდან 1464-ს აწუხებს, დეპრესიული აშლილობა ძირითადად 20-24 წლის ასაკში ვლინდება.

მეორე ადგილზეა რკინადეფიციტური ანემია, რომელიც 5-9 წლის ბავშვებში ხშირია. ეს დაავადება გულისხმობს სისხლში რკინის ნაკლებობას.

მესამე ადგილზეა ასთმა, რომელიც 100 000 ადამიანს შორის 655-ს აწუხებს. იგი საშუალოდ 10-14 წლის ასაკში შეინიშნება.

მეოთხე ადგილზეა მიგრენი, რაც თავის ნერვული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება თავის ძლიერი ტკივილით. იგი დაახლოებით 35-დან 39-მდე ასაკის ადამიანებს აწუხებთ.

მეხუთე ადგილს იკავებს შიზოფრენია, რაც 100 000 ადამიანს შორის 481-ს აწუხებს.

5 საკვები, რომელიც დეპრესიას დაგაძლევინებთ

მეექვსე ადგილას კი რეიტიგში აკნეა, რომელიც ძირითადად 15-19 წლის ასაკში აწუხებთ ახალგაზრდებს.

მეშვიდე ადგილზე კი ბიპოლარული აშლილობაა. რომელიც 25-29 წლის ასაკში ვლინდება ძირითადად.

მერვეზეა დერმატიტი, რაც კანის ანთებითი რეაქციაა და იგი ხშირია 35-39 წლის ქალებში.

მეცხრეზეა ასევე კანის დაავადება, კერძოდ კი კანის ვირუსული დაავადებები, რაც 5-9 წლის ბავშვებს აწუხებს.

ჭარბწონიანობის პრობლემა საქართველოში - როგორია სტატისტიკა და რა დაავადებებს იწვევს წონის მატება

მეათეზე ბულემია, მე-11-ზე აუიტიზმი, მე-12-ზე კი სტრესით გამოწვეული თავის ტკივილი.

ოცეულში ასევე შედის ანორექსია, ასპერგერის სინდრომი (15-19 წლის მოზარდებში) და კარიესი.

საქართველოში ძუძუს კიბოთი დაავადებულთა ასაკი გაახალგაზრდავდა

myquiz