10 ყველაზე ძვირადღირებული განქორწინება, რომელიც ცნობილ ადამიანებს მილიონები დაუჯდათ | Allnews.Ge

10 ყველაზე ძვირადღირებული განქორწინება, რომელიც ცნობილ ადამიანებს მილიონები დაუჯდათ

განქორწინებას იშვიათად აქვს სერიოზული ეკონომიკური სარგებელი, მაგრამ ხანდახან ის ძალიან სარფიან პროცესად იქცევა.

რომან და ირინა აბრამოვიჩები

განქორწინების ფასი: 300 მილიონი დოლარი

ირინა მალანდინა რომან აბრამოვიჩს გაეყარა და სასამართლოს გზით 300 მილიონი დოლარი მიიღო. აქტივების ზოგადი ოდენობის, რომელიც 18,7 მილიარდ დოლარს შეადგენს, 2%-ის დაკარგვა აბრამოვიჩისთვის თითქმის შეუმჩნეველი აღმოჩნდა.

რობერტ და შეილა ჯონსონები

განქორწინების ფასი: 400 მილიონი დოლარი

რობერტ და შეილა ჯონსონები კორპორაცია BET-ის თანადამფუძნებლები არიან. მათ 1969 წელს იქორწინეს, მაგრამ 30 წლის შემდეგ ერთმანეთს გაშორდნენ. რობერტ ჯონსონი ამერიკის პირველი აფროამერიკელი მილიარდერი გახდა, ამიტომ განქორწინების შემდეგ მის მეუღლე შეილას 400 მილიონი დოლარი ერგო.

მელ და რობინ გიბსონები

განქორწინების ფასი: 425 მილიონი დოლარი

26-წლიანი ბედნიერი ოჯახური ცხოვრების შემდეგ გიბსონების წყვილი სკანდალურად დაშორდა ერთმანეთს, რობინ მურმა კი მეუღლის ქონების ნახევარი მიიღო.

კრეიგ მაკოი და ვენდი პეტრაკი

განქორწინების ფასი: 460 მილიონი დოლარი

ბიზნესმენმა და Mccoy Cellular-ის დამფუძნებელმა კრეიგ მაკოიმ ვენდი პეტრაკზე 1974 წელს იქორწინა და 1998 წელს გაშორდა. განქორწინებას წინ უძღოდა მაკოის მიერ ტექნოლოგიურ გიგანტ AT&T-ში საკუთარი წილის სოლიდური თანხად, 12 მილიარდ დოლარად გაყიდვა.

სტივ უინი და ელეინ პასკალი

განქორწინების ფასი: 740 მილიონი დოლარი

კაზინოების იმპერიის Wynn Resorts-ის გენერალურმა დირექტორმა სტივ უინმა ელეინ პასკალი ცოლად 1963 წელს შეირთო. მათი წყვილი 1986 წელს დაიშალა, მაგრამ 1991 წელს მათ ისევ იქორწინეს, იმისთვის რომ 2010 წელს მეორედ გაყრილიყვნენ. განქორწინების შედეგად უინმა საკუთარი აქციების ნახევარი დაკარგა, რაც 740 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ადნან და სორაია ჰაშოგი

განქორწინების ფასი: 850 მილიონი დოლარი

საუდელმა მეწარმემ და იარაღით მოვაჭრემ ადნან ჰაშოგიმ განქორწინების პროცესის ხანგრძლივობის რეკორდი დაამყარა. 1961 წელს 20 წლის ასაკში მან ნორჩ სორაიაზე იქორწინა. წყვილმა განქორწინების პროცესი 1974 წელს დაიწყო, თუმცა დავებმა ხუთი წელი გასტანა.

ბერნი და სლავიცა ეკლსტოუნები

განქორწინების ფასი: 1,2 მილიარდი დოლარი

"ფორმულა 1"-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ბერნი ეკლსტოუნმა ქორწინებაში 23 წელი გაატარა. მას ორი ქალიშვილი ეყოლა, თუმცა ამას არ შეუშლია ხელი მისი მეუღლისთვის, რომელსაც ბერნისგან სასამართლოს გზით რეკორდული თანხა - 1,2 მილიარდი დოლარი ხვდა წილად.

რუპერტ მერდოკი და ანა მარია ტორვი

განქორწინების ფასი: 1,7 მილიარდი დოლარი

32-წლიანი ქორწინების შემდეგ 3 შვილის მამა, ბიზნესმენი რუპერტ მერდოკი მეორე მეუღლეს ანას გაეყარა და პირგასამტეხლოს სახით მას 1,7 მილიარდი დოლარი გადაუხადა.

ალეკ და ჯოსელინ ვილდეშტეინები

განქორწინების ფასი: 3,8 მილიარდი დოლარი

ალეკ და ჯოსელინ ვილდეშტეინების განქორწინება ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულად ითვლება. ფრანგმა ბიზნესმენმა-მილიარდერმა, არტ-დილერმა და დოღის ცხენების მფლობელმა და სელექციონერი ალეკმა და ჯოსელინ პერისეტამ 1978 წლის 30 აპრილს იქორწინეს. ორი შვილის გაჩენის მიუხედავად, მათ ქორწინება ვერ შეინარჩუნეს. განქორწინების შემდეგ ჯოსელინმა ერთბაშად 2,5 მილიარდი დოლარი მიიღო და მომდევნო 13 წლის განმავლობაში ყოველწლიურად 100 მილიონ დოლარს იღებდა.

მომზადებულია TRENDYMEN-ის მიხედვით.

myquiz