როგორ წელს გვპირდება ცეცხლოვანი მამალი | Allnews.Ge

როგორ წელს გვპირდება ცეცხლოვანი მამალი

ჰოროსკოპის მიხედვით, 2017 წელი წითელი ცეცხლოვანი მამლის წელი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისგან არ უნდა ველოდოთ რაიმე სასწაულს. 2017 წელს პრაგმატიზმი და რეალიზმი კონკურენციის გარეშე იქნებიან. ამ წელს მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე უნდა ვიყოთ.

არ დაგვავიწყდეს, რომ ჩინური წლიური ციკლი ევროპულს არ ემთხვევა. როგორც ათასწლეულების წინ, დიდი საიმპერატორო დინასტიების დროს, ჩინეთში ახლაც იყენებენ მთვარის კალენდარს, რომლის მიხედვითაც მამლის წელი 2017 წლის 28 იანვარს იწყება და 2018 წლის 15 თებერვალს სრულდება.

დასავლური ჰოროსკოპის ზოდიაქალური ნიშნები, რომლებიც ცეცხლის სტიქიას მიეკუთვნებიან (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) 2017 წელს კანონზომიერად მიიღებენ განსაკუთრებულ ბონუსებს, მაგრამ უნდა გაითავისონ, რომ დიდ შესაძლებლობებს ყოველთვის დიდ შეზღუდვებამდე მივყავართ, ხოლო დიდი ძალა დიდი პასუხისმგებლობას გულისხმობს. ამ ადამიანებს იღბალი ბევრჯერ გაუღიმებს, მაგრამ მუშაობაც სხვებზე ორჯერ უფრო მეტად მოუწევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში არარეალიზებული პოტენციალი დაღუპავთ.

წყლის სტიქიის ნიშნები (კირჩხიბი, მორიელი, თევზები) ნაკლებად პოზიტიურ სიტუაციაში აღმოჩნდებიან. მაგრამ მათ ნაკლები მოეთხოვებათ, რადგან არ მოუწევთ მასშტაბური, ფუნდამენტური კონფლიქტების მოგვარება, რომლებზეც მსოფლიოს ბედი იქნება დამოკიდებული.

რაც შეეხება ჰაერისა (ტყუპები, სასწორი, მერწყული) და მიწის (კურო, ქალწული, თხის რქა) სტიქიების ნიშნებს, მათთვის მხოლოდ ზოგადი ტენდენციები იქნება დამახასიათებელი.

საერთო ჯამში, 2017 წელი წარმატებული იქნება ბიზნესმენებისთვის, სპორტსმენებისთვის და სამხედროებისთვის.

თუკი თქვენ ჯერ მოქმედებთ, შემდეგ კი ფიქრობთ, თუკი ფიქრი მელანქოლიაში გაგდებთ, ხოლო დინამიური საქმიანობა ძალას გმატებთ, წითელ ცეცხლოვან მამალს თქვენ მოეწონებით.

შრომისმოყვარეობა, გულუხვობა და პატიოსნება - ამ პერიოდის საკვანძო დადებითი თვისებებია. ფანატიზმი, ეგოცენტრიზმი და უხეშობა კი ის სისუსტეებია, რომელთა მოშორება მოგვიწევს.

myquiz