კომიდან გამოსვლის შემდეგ ამერიკელი ახალგაზრდა ესპანურად ალაპარაკდა | Allnews.Ge

კომიდან გამოსვლის შემდეგ ამერიკელი ახალგაზრდა ესპანურად ალაპარაკდა

უკანასნელ პერიოდში რუბენ ნესემოსთვის ცხოვრება მოულოდნელობებით სავსე აღმოჩნდა.

ამერიკული ფეხბურთის თამაშის დროს, თავის ტრავმის მიღების შემდეგ, 16 წლის რუბენი მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, შეძლებდა თუ არა სპორტის საყვარელ სახეობასთან დაბრუნებას და თამაშის გაგრძელებას.

თუმცა, კითხვის ნიშნის ქვეშ მხოლოდ მისი გატაცება არ იდგა. თავის დაზიანების შემდეგ მოზარდი კომაში ჩავარდა. ამ მდგომარეობიდან გამოსვლისას  კი ინგლისურის ნაცვლად, საუბარი ესპანურად დაიწყო, თანაც იმდენად სუფთად, რომ ეს მისი მშობლიური ენა გეგონებოდათ.

მშობლებს აღნიშნული ფაქტის ახსნა გაუჭირდათ. მათი განმარტებით, რუბენი აქამდეც ფლობდა ესპანურს, თუმცა არა იმდენად კარგად, რომ საუბარი შესძლებოდა.

უცხოური აქცენტის სინდრომი - ასე ახსნეს ექიმებმა თინეიჯერის მდგომარეობა. მედიკოსების განმარტებით, აღნიშნული სინდრომი საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, რომლის დროსაც თავის ტვინის დაზიანება სასაუბრო უნარებს ცვლის და მათ განსხვავებულ აქცენს აძლევს.

სინდრომის პირველი შემთხვევა 1941 წელს დაფიქსირდა, როდესაც გერმანული საჰაერო თავდასხმისას დაშავებულმა ნორვეგიელმა ქალმა ლაპარაკი გერმანულად დაიწყო.

მას შემეგ შემთხვევა კიდევ რამდენჯერმე განმეორდა. სამი წლის წინ სამართალდამცველებმა სამხრეთ კაროლინის სასტუმროში უგონო მდგომარეობაში მყოფი საზღვაო ძალების ვეტერინარი იპოვეს, რომელსაც გამოფხიზლებისას საკუთარი წარსულის შესახებ არაფერი ახსოვდა და მხოლოდ შვედურად საუბრობდა.

საუბარი ერთ-ერთი რთული პროცესია, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ

"ტვინში ძალიან ბევრი ცენტრია, რომელიც პასუხს აგებს, ამ პროცესის უზრუნველყოფაზე. თუ ტვინის ერთი ან რამდენიმე უბანი დაზიანდება ამან შეიძლება, გავლენა იქონიოს, საუბრის მელოდიურობაზე, სიტყვის წარმოთქმის ხანგრძლივობასა და მკაფიოობაზე"- განმარტა უცხოური აქცენტის სინდრომის ექსპერტმა, ექიმმა, კარენ კრუტმა.

დროის გასვლასთან ერთად რუბენ ნესემოს საკუთარი მშობლიური ენა უბრუნდება. ის ჯერ კიდევ საუბრობს ესპანურად, თუმცა არა ძველებური აქცენტით.

myquiz