მსოფლიოს 15 ინოვატორი ქვეყანა | Allnews.Ge

მსოფლიოს 15 ინოვატორი ქვეყანა

ბელგია, ავსტრია, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, ტაივანი, დანია, სინგაპური, იაპონია, ჰოლანდია, შვედეთი, გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები, ფინეთი, ისრაელი და შვეიცარია - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომლებიც World Economic Forum-მა (WEF) მსოფლიოს ყველაზე ინოვატორ ქვეყნებად დაასახელა.

WEF-ი ყოველწლიური კვლევის ჩასატარებლად და სიის შესადგენად შემდეგ კრიტერიუმებს იყენებს: შექმნილი პროდუქტების ხარისხი, კომპანიების დანახარჯების რაოდენობა კვლევებისა და განვითარებისთვის, უნივერსიტეტებსა და საწარმოებს შორის თანამშრომლობის დონე, მეცნიერებისა და ინჟინრების რაოდენობა და სხვა.

ბელგია ინოვატორი ქვეყნების სიაში მოწინავეა. თუმცა, WEF-ის შეფასებით, ინოვაციებისთვის ამ ქვეყანაში არსებული გარემო არასაკმარისია, რაც ბიზნესის კეთების ხელის შემშლელი ფაქტორია.

ეკოსოფელი წყლის ქვეშ - ბელგიელი არქიტექტორი ინოვაციურ პროექტზე მუშაობს

ავსტრია კვლევებში ჩადებული ინვესტიციებით გამოირჩევა. თუმცა, მოხსენების თანხმად, ფინანსურმა კრიზისმა აღნიშნული ხარჯების შემცირება გამოიწვია.

დიდ ბრიტანეთში კი ტექნოლოგიური ბუმია. აღსანიშნავია, რომ სწორედ ლონდონში დაარსდა მსოფლიოს მოწინავე ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანიები Funding Circle და TransferWise.

ნორვეგიაში სახელმწიფო ბანკი და საინვესტიციო კომპანია Innovation Norway 2004 წელს შეიქმნა. მასში დასაქმებული 500-ზე მეტი ადამიანი ინოვაციურ საქმიანობას ყველა მიმართულებით ახორციელებს.

ტაივანი შექმნილი პატენტების რაოდენობით გამოირჩევა. 2014 წელს ქვეყანაში 66,858 დოლარი ჯილდო გამოცხადა ყველაზე ინოვაციური იდეისთვის, რომელიც ქვეყანაში მშპ-ს ზრდას შეუწყობდა ხელს.

დანია განახლებადი ენერგიის განვითარების ყველაზე მაღალი მაჩვენებლითაა აღსანიშნავი. ქვეყანაში ახალი ინოვაციური სტრატეგია 2012 წელს შეიქმნა.

"მოტივტივე ტყე" როტერდამში - ინოვაციური პროექტი ხელოვანებისგან

სინგაპური ინოვატორ ქვეყნებს შორის მეცხრე პოზიციას იკავებს. ის, დიდი ბრიტანეთის მსგავსად, ფინანურ-ტექნოლოგიური ინოვაციებით გამოირჩევა.

 

იაპონია ერთ-ერთი პირველი ინოვატორი ქვეყანაა. იქ ინოვაციური საქმიანობა ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაიწყო, როცა Sony და Nintendo გამოჩნდა. თუმცა, ქვეყანას პოზიციების შენარჩუნება უჭირს. 2007-2015 წლებში იაპონია ინოვატორი ქვეყნების ხუთეულში მუდმივად ინარჩუნებდა ადგილს. წელს კი მან მერვე პოზიციაზე გადაინაცვლა.

ჰოლანდია მეოთხე პოზიციაზეა სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაციების მაღალი დონის მიხედვით. ქვეყანა, ასევე, გამოირჩევა უნივერსიტეტებსა და კერძო სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობით.

შვედეთში ბოლო პერიოდის რამდენიმე მსხვილი ინოვაციური სტარტაფი შეიქმნა. მათ შორის ონლაინ გადახდების კომპანია Klarna და iZettle, რომელიც პორტატული ბარათის წამკითხველებს ქმნის.

მსოფლიოს ინოვაციური სკოლები

გერმანია ევროპის ტექნოლოგიური ჰაბია. სხვა მრავალ ნოვატორულ საქმიანობასთან ერთად აღსანიშნავია, რომ ქვეყანა Soundcloud-ის სამშობლოა.

ამერიკის შეერთებული შტატები ბევრისთვის ინოვაციებთან ასოცირდება. სწორედ აქ მდებარეობს Silicon Valley, სადაც მსოფლიოს უმეტესი ტექნოლოგიური ინოვაცია იქმნება.

ფინეთი მეცნიერებისა და ინჟინრების რაოდენობით გამოირჩევა. ქვეყანაში უნივერსიტეტები და კერძო კომპანიები მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან. ფინეთი აქტიურად აფინანსებს ინოვაციურ პროექტებს.

ისრაელი ტექნოლოგიური სტარტაფების რაოდენობითაა გამორჩეული. განსაკუთრებით აღსანიშნავია, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე კომპანიების რაოდენობა.

შვეიცარიაში კი ყველაზე ნაყოფიერი ინოვაციური ეკოსისტემაა. ქვეყანაში დიდი ყურადღება ექცევა როგორც ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე ნიჭიერი ადამიანების წახალისებას. შედეგად კი შვეიცარია ნოვატორი ქვეყნების მოწინავე პოზიციას იკავებს.

წყარო: Businessinsider.com

myquiz