რამდენი ადამიანი ილაპარაკებდა ინგლისურად, დედამიწაზე მხოლოდ 100 ადამიანს რომ ეცხოვრა | Allnews.Ge

რამდენი ადამიანი ილაპარაკებდა ინგლისურად, დედამიწაზე მხოლოდ 100 ადამიანს რომ ეცხოვრა

როგორი იქნებოდა სტატისტიკა, დედამიწაზე მხოლოდ 100 ადამიანს რომ ეცხოვრა?

თუ ამერიკის კონტინენტებზე 14, ევროპაში 11, აფრიკაში 15 და აზიაში 60 ადამიანი იცხოვრებდა, 33 მათგანი ქრისიტიანი, 21 ისლამის მიმდევარი, 14 ინდუიზმის, 6 ბუდიზმის, 10 სხვა რელიგიის და 16 რელიგიის გარეშე იქნებოდა.

12 მათგანი ჩინურად, 6 ესპანურად, 5 ინგლისურად, 4 ინდურად და 3 არაბულად, დანარჩენები კი სხვადასხვა ენაზე ისაუბრებდნენ, 86 ადამიანს წერა-კითხვა შეეძლებოდა, ხოლო 14-ს არა.

15 მათგანი დღეში 2$-ს დახარჯავდა, 56 ადამიანი 2-10$-ს, 13 მათგანი 10-20$-ს, 9 მოქალაქე 20-50$-ს, 6 კი 50-90$-ს, ხოლო ერთი იმაზე მეტს, ვიდრე დანარჩენები, 90$-ზე მეტს.

სიმსუქნის პრობლემა 21 ადამიანს ექნებოდა, 63 ნორმალურწონიანი ადამიანი იცხოვრებდა, ხოლო 13-ს სიგამხდრის პრობლემები შეექმნებოდა, ხოლო ერთი მაცხოვრებელი მუდმივად მშიერი ივლიდა.

რაც შეეხება წყლის ხელმისაწვდომობას, 87 ადამიანს სუფთა წყლის მოხმარების საშუალება ექნებოდა, 13-ს კი ამას ვერ შეძლებდა.

77 ადამიანს საცხოვრებელი ექნებოდა, ხოლო 23-ს არა. მობილური ტელეფონის გამოყენების საშუალება დედამიწის მხოლოდ 75 მაცხოვრებელს შეეძლებოდა, 25 კი მისი მფლობელი ვერ იქნებოდა.