8 საკვები, რომელთა უზმოზე მიღება არ შეიძლება | Allnews.Ge

8 საკვები, რომელთა უზმოზე მიღება არ შეიძლება

დღემ წარმატებით რომ ჩაიაროს, დაიწყეთ ის სწორი საუზმით! როგორ იგრძნობთ თავს მთელი დღის განმავლობაში, მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული საუზმეზე.

საუზმე აუცილებელია, რათა ნივთიერებათა ცვლის პროცესი არ შენელდეს და ორგანიზმი მთელი დღე გამართულად გემსახუროთ.

გიფიქრიათ, რა გავლენას ახდენს ორგანიზმზე ესა თუ ის პროდუქტი? არსებობს საკვები, რომლის მიღებაც არამც და არამც არ შეიძლება ცარიელ კუჭზე!

გაეცანით მათ სიას:

1. ციტრუსები

ციტრუსი ალერგიას იწვევს. გარდა ამისა, უზმოზე ციტრუსის ჭამა სერიოზული დატვირთვაა ღვიძლისთვის. დაბოლოს, ეს ბიძგს აძლევს გასტრიტს. ციტრუსის ჭამამდე ან მისი წვენის დალევამდე მიირთვით შვრიის ფაფა.

2. ბანანი

ბანანი განთქმულია მაგნიუმის მაღალი შემცველობით, რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს, მაგრამ ნუ შეჭამთ მას დილაადრიან, მშიერ კუჭზე - ამან შესაძლოა დაარღვიოს კალიუმ-მაგნიუმის ბალანსი და მოგადუნოთ.

3. უმი ბოსტნეული

საუზმეზე უმი ბოსტნეულის ჭამამ შესაძლოა არა მხოლოდ გასტრიტს, არამედ წყლულსაც კი გაუწიოს პროვოცირება. მჟავები, რომლებსაც შეიცავს უმი ბოსტნეული, აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს.

4. იოგურტი

იოგურტი ციტრუსივით მავნე არ არის, მაგრამ არც სასარგებლოა. უმჯობესია, ის დღის განმავლობაში ან საღამოს მიირთვათ

5. ცივი სასმელები

ცივი წყალი ხელს უშლის საჭმლის მონელებას, ამიტომ ჭამის დროს მისი დალევა არ შეიძლება. მეტიც - დილით ცივი სასმლის მიღება მთელი დღით შეაფერხებს საკვების გადამუშავებას.

7. ყავა

ვის არ დაულევია ყავა უზმოზე? არადა, ეს მავნებელია. მშიერ კუჭზე მირთმეული ყავა აღიზიანებს ლორწოვანს და შესაძლოა, გასტრიტამდე მიგვიყვანოს. დილაობით ყავა არც ღვიძლს არგებს - მან ხომ სერიოზული გამწმენდი სამუშაო უნდა შეასრულოს, არადა, ჯერ კარგად არც კი გამოფხიზლებულა... მიირთვით ყავა, ოღონდ სრულფასოვანი საუზმის შემდეგ. ახლა უკვე იცით, რის მიღებას უნდა ერიდოთ უზმოზე. ჩამოწერეთ ამ პროდუქტების სია და მაცივრის კარზე მიამაგრეთ. იზურნეთ ახლობლებზეც, გააცანით მათ იმ საკვების ნუსხა, რომლის მიღება დილაობით, ცარიელ კუჭზე, არ შეიძლება - ამით მათ თავიდან ააცილებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

8. ტკბილეული

ადვილი შესაძლებელია, ადამიანები, რომლებიც ახლა დიაბეტით არიან დაავადებულნი, ოდესღაც საუზმეს ტკბილეულით იწყებდნენ. დილაადრიან კუჭქვეშა ჯირკვალს არ შეუძლია საკმარისი რაოდენობის ინსულინის გამომუშავება, ამიტომ მშიერ კუჭზე ტკბილეულის ჭამა დამღუპველია - სისხლში შაქრის დონე არაჯანსაღ ზღვრამდე იმატებს და მომავალში ჯანმრთელობის პრობლემები გარანტირებულია.

myquiz