მსოფლიოში ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობა | Allnews.Ge

მსოფლიოში ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობა

კუპერტინო ჩრდილოეთ კალიფორნიის პატარა ჩამწკრივებულ სახლებსა და სავაჭრო ცენტრებს მოგაგონებთ, თუმცა ეს კომპანია "ეფლის" ახალი უზარმაზარი ტექნოლოგიური შტაბ-ბინაა.

2011 წელს, გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, "ეფლის" შემნელი, სტივ ჯობსი ამბობდა, რომ ეს ნაგებობა მსოფლიოს საუკეთესო ოფისი გახდებოდა, რომლის სანახავადაც ტურისტები უამრავი ქვეყნიდან ჩამოვიდოდნენ.

ამჟამად, ოფისში 13 000 ადამიანია დასაქმებული. ნაგებობის ღირებულება, დაახლოებით 5 მილიარდ დოლარს შეადგენს, რომელიც მას მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ოფისის სტატუსს ანიჭებს.

საინტერესოა, რომ სტივ ჯობსის საზოგადოებაში ბოლო გამოჩენა სწორედ კუპერტინოს ქალაქს უკავშირდება.

შენობის დიზაინერი ბრიტანელი არქიტექტორი ნორმან ფოსტერია.

 

მომზადებულია "ეკონომისტის" მიხედვით

myquiz