რატომ აძლევენ დამატებით ორდღიან შვებულებას ქალებს ჩინეთში ? | Allnews.Ge

რატომ აძლევენ დამატებით ორდღიან შვებულებას ქალებს ჩინეთში ?

ჩრდილოეთ ჩინეთის პროვინცია ნინგქსია დასაქმებულ ქალებს მალე თვეში ორ დღიან შვებულებას იმ შემთხვევაში მისცემს, თუ მათ ეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დასჭირდებათ.

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, შვებულების პერიოდმა ქალების სამუშაო პირობები უნდა გააუმჯობესოს. გარდა ამისა, დამსაქმებლები თუ ახალ წესს არ დაემორჩილებიან, კანონის წინაშე პასუხს აგებენ. ახალი რეგულაცია ფეხმძიმე ან ახალნამშობიარები ქალების დასაცავადაა მიღებული.

ნინგქსია ჩინეთის ერთ-ერთი პროვინცია არაა, სადაც ქალების ორდღიან შვებულებასთან დაკავშირებით რეგულაციები შემოიღეს, რადგან ის ჩინეთის კიდევ ორ რეგიონში მოქმედებს.

გარდა ჩინეთისა, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ინდონეზიაში, მენსტრუალური ციკლის დროს ქალებს შვულებაში უშვებენ, ტაივანში კი სამი დღით იმ შემთხვევაში ათავისუფლებენ, თუ მათ კრუნჩხვა შეუაწუხებთ.

"მიუხედავად ასეთი ლოიალური მიდგომისა, იაპონიაში ბევრი ქალი მენსტრუალური ციკლის ქონის დროს მაინც მუშაობს,"- წერს "გარდიანი."

30 წლის დასაქმებული ქალის თქმით, მას ეშინია, კოლეგებს თავისი მენსტრუალური პერიოდის შესახებ გაუზიაროს ინფორმაცია, რადგან სექსუალური ძალადობის ეშინია.

მეორე ქალი აღნიშნავს, რომ საქმის უხლისოდ კეთება ტკივილითა და სისუსტითაა გამოწვეული, ამიტომაც საჭიროა რამდენიმე დღით შვებულებაში გასვლა.

მარტში, ბრისტოლში არსებული საზოგადოებრივი საწარმო "კოექსისტი" გაეცნო აღნიშნულ ინიციატივას და თავის ბაზაზე დასაქმებულ ქალებს შვებულების ქონის საშუალება მისცა, - "ეს დასაქმებულებს მენსტრუალური ციკლის დროს ძალების აღდგენისა და უფრო ეფექტურად მუშაობის საშუალებას აძლევს."

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სპორტულმა კომპანია "ნაიკმა" 2007 წელს თავის ქცევის კოდექსში მენსტრუალური შვებულების" შესახებ ჩაწერა.

მომზადებული "ინდეფენდენთის" მიხედვით

myquiz