2016 წლის ივლისი ბოლო 136 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი თვე იყო | Allnews.Ge

2016 წლის ივლისი ბოლო 136 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი თვე იყო

2016 წლის ივლისი ბოლო 136 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი თვე იყო. ამის შესახებ ნასა-ში აცხადებენ.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის ივლისში საშუალო ტემპერატურა ბოლო 136 წლის განმავლობაში დაფიქსირებულ საშუალო მაჩვენებელზე 0,84 გრადუსით (ცელსიუმი) და 2011 და 2015 წლებში დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებლებზე 0,18 გრადუსით (ცელსიუმი) მაღალი იყო.

ნასა-ში აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად ფიქსირდება ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებლები, რაც გლობალური დათბობის ტენდენციაზე მიუთითებს.

myquiz