მომავალი 10-20 წლის განმავლობაში ცხოვრება წარმოუდგენლად გაიაფდება | Allnews.Ge

მომავალი 10-20 წლის განმავლობაში ცხოვრება წარმოუდგენლად გაიაფდება

დროთა განმავლობაში ადამიანებში მატულობს შიშის განცდა, რომ ხელოვნური ინტელექტი და რობოტები მომავალში სამუშაო ადგილებს წაგვართმევენ და ყველა შესაძლო პოზიციზე ჩაგვანაცვლებენ, რაც შემოსავლის წყაროს გარეშე დაგვტოვებს და ეკონომიკას გაანადგურებს.

ისეთი ქვეყნები, როგორიც კანადა, ინდოეთი და ფინეთია, მსგავს შესაძლებლობას რეალურად განიხილავენ, ამიტომ "უნივერსალური საბაზო შემოსავლის" დაწესებაზე ფიქრობენ, რომელიც მოსახლეობას დასაქმების ხარისხის მიუხედავად ჩაერიცხება.

თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ნაბიჯების გადადგმა საჭირო არ გახდება, რადგან გარკვეული ნივთებისა და მომსახურების დემონეტიზაცია ძალიან სწრაფი ტემპით ხდება.

ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, საცხოვრებლის, ტრანსპორტირების, საკვების, სამედიცინო დახმარების, გართობისა და განათლების ღირებულება მცირდება და მსგავსი ტენდენცია იქამდე შენარჩუნდება, სანამ გარკვეული საქონელისა და მომსახურების ღირებულება ნულოვან დონეს არ მიაღწევს.

კვლევებმა ცხადყო, რომ ადამიანების უმეტესობა შემოსავლის დიდ ნაწილს სწორედ, საცხოვრებელზე, საკვებსა და ტრანპორტირებაზე ხარჯავს. 2011 წელს ამერიკის შეერთებული შტატებში საშუალო სტატისტიკური ადამიანის შემოსავლის 33% საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე დაიხარჯა, 16% ტრანპორტირებისთვის იყო გამოყოფილი, 12% - საკვებზე, 6% - ჯანდაცვაზე და მხოლოდ შემოსავლის 5% დაეთმო გართობას.

ახლა წარმოიდგინეთ რა მოხდება თუ ყველა ამ პროდუქტსა და მომსახურებაზე ფასი ერთნაირად დაიკლებს. დემონეტიზაციის პროცესი გულისხმობს, რომ დროთა განმავლობაში საქონელსა და მომსახურებაზე ფასი პერმანენტულად იკლებს და ჩვენი მეტი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა გვეძლევა.

მაგალითად შეიძლება ფოტოგრაფია ავიღოთ. "კოდაკის" პერიოდში ფოტოს გადაღება საკმაოდ ძვირი ჯდებოდა, რადგან თქვენ იხდიდით კამერისთვის, ფირისთვის, ფოტოების გამჟღავნებისთვის და ა.შ.

ახლა, მეგაპიქსელების ეპოქაში, თქვენი ტელეფონის კამერა უფასოა, თანაც თუ გავითვალისწინებთ მის ყველა შესაძლებლობას, რომლის შესაძენადაც ამ დრომდე რამდენიმე ათასის გადახდა დაგჭირდებოდათ, მიხვდებით, რომ ამ პროდუქტის ღირებულება დემონტიზებულია. ანალოგიურ დასკვნამდე მივდივართ, როდესაც საუბარი ინფორმაციის მოპოვებაზე, ვიდეოტრანსლირებაზე და შეუფერხებელ კომუნიკაციაზე გვაქვს.

ყველაფერი ეს უფასოა, თუმცა ახლა ამას არ ვაფასებთ და ეკონომიკური კუთხით მომავალ ცვლილებებს მოუთმენლად ველით.

 

myquiz