8 შეცდომა, რომელსაც კონდიციონერის ხმარებისას ვუშვებთ | Allnews.Ge

8 შეცდომა, რომელსაც კონდიციონერის ხმარებისას ვუშვებთ

ყოველთვის როდესაც ზაფხული ძალას იკრებს - სახლში სულ უფრო მეტად გაზრდილი გადასახადი მოდის. შეცდომებმა, რომლებსაც კონდიციონერის ხმარებისას გამუდმებით ვუშვებთ, შესაძლოა, დამატებითი პრობლემები გამოიწვიოს, შეამციროს კონდიციონერის ეფექტურობა, უსაფრთხოება და უვნებლობა.

ექსპერტების განმარტებით, თუ სახლში კონდენსირების გაუმართავი სისტემა გვაქვს, ჰაერი შესაძლოა მიკროორგანიზმებით დაბინძურდეს, რაც ჩვენი ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი იქნება.

ლოურენს ბერკლის ეროვნული ლაბორატორიის მეცნიერის, მარკ მენდეის განმარტებით, გაუმართავმა კონდენსირების სისტემამ შესაძლოა, ასთმური პრობლემები გამოიწვიოს და ალერგიის განვითარებას შეუწყოს ხელი.

8 შეცდომა, რომელსაც კონდიციონერის ხმარებისას გამუდმებით ვუშვებთ

• არ ვწმენდთ ან ვასუფთავებთ კონდიციონერის ფილტრს

კონდიციონერის ფილტრი სულ მცირე 3 თვეში ერთხელ უნდა გამოცვალოთ. იმ შემთხვევაში თუ ის გამუდმებით მუშაობს, სასურველია ფილტრი თვეში ერთხელ მაინც გავასუფთაოთ.

• თქვენს კონდენსირების სიტემას პროფესიონალები არ ამოწმებენ

ინტერნეტში უამრავი ვიდეოგაკვეთილია, რომლიდანაც შეიძლება გაიგოთ კონდიციონერის გასუფთავების ძირითადი ხერხები, მაგრამ მას პროფესიონალური შემოწმება წელიწადში ერთხელ, ეფექტურობის ამაღლების მიზნით მაინც ესაჭიროება.

• არ გაქვთ დამონტაჟებული თერმოსტატი

შესაძლოა თქვენ იმ ადამიანების კატეგორიას განეკუთვნებით ვისაც თერმოსტატის დარეგულირება სახლიდან გასვლის წინ არ ავიწყდება, მაგრამ თუ იმ ადამიანთა რიცხვში შედიხართ ვისაც მსგავსი რუტინული საქმე არ ადარდებს, დაპროგრამებული თერმოსტატი იდეალური გამოსავალია, ის ყოველთვიურ გადასახადს დაზოგავს და დღის იმ მონაკვეთში, როდესაც სახლში არ იმყოფებით, ტემპერატურას გარემო ტემპერატური შესაბამისად დაარეგულირებს.

• თერმოსტატს ზედმეტად დაბალ ტემპერატურაზე აყენებთ

კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანს ნებისმიერ ტემპერატურასთან შეგუების უნარი აქვს - როგორც სიცხესთან ასევე სიცივესთან. ადაპტაციის პროცესი მაქსიმუმ ორი კვირის განმავლობაში გრძელდება. თუ გავითვალისწინებთ კონდიციონერის მავნებელ თვისებებს, უმჯობესია სიცხეს შევეგუოთ ვიდრე, თერმოსტატი ზედმეტად დაბალ ტემპრატურაზე დავაყენოთ.

• ვენტილატორის შესაძლებლობებს ბოლომდე არ იყენებთ

ვენტელატორის ნებისმიერი ტიპი, განსაკუთრებით კი ჭერის ვენტილატორი, ზაფხულის განმავლობაში თქვენს სახლში სიგრილეს ინარჩუნებს. უბრალოდ დარწმუნდით რომ ის საათის მიმართულების საწინააღმდეგ ბრუნავს.

• თერმოსტატს ცუდი ადგილმდებარეობა აქვს

უნდა დარწმუნდეთ რომ კონდიციონერს დღის უმეტეს ნაწილში მზე ან ნათურა არ ანათებს. ეს კონდიციონერის მუშაობის არასაჭირო ინტენსივობას იწვევს. გარდა ამისა, სავენტილაციო სივრცე ავეჯით, ან ინტერიერის სხვა შემადგენელი ნაწილებით არ უნდა იყოს დაფარული.

• ცარიელ ოთახებს აგრილებთ

შეეცადეთ სავენტილაციო სივრცე დახუროთ იმ ოთახებში, რომლებიც დაკავებული არ არის და დარწმუნდით რომ საკუჭნაო ოთახების კარი დაკეტილია.

• არ იყენებთ ფარდებსა და ჟალუზებს

მზე თქვენი კონდიციონერის მტერია. ეცადეთ დღის განმავლობაში ოთახში ყოველთვის ჩამოფარებული იყოს ფარდები, რათა მზის სხივებმა ვერ შემოაღწიოს.

myquiz