რა საიდუმლო დანიშნულება აქვს პატარა ჯიბეს ჯინსის შარვალზე? | Allnews.Ge

რა საიდუმლო დანიშნულება აქვს პატარა ჯიბეს ჯინსის შარვალზე?

რამდენიმე საინტერესო მაგალითი, რომლებიც ჩვენთვის შეუმჩნეველი დეტალების დანიშნულების საიდუმლოს ხსნის.

1.პატარა ჯიბე ჯინსებზე

ყველაზე ხშირი პასუხი კითხვაზე, თუ რისთვისაა საჭირო ეს პატარა ჯიბე, კონტრაცეპტივების შენახვაა. რა თქმა უნდა, პრეზერვატივების გარდა ამ ჯიბეში კიდევ უამრავი წვრილმანი დაეტევა, მაგრამ თავიდან ამ ჯიბეს სულ სხვა დანიშნულება ჰქონდა. 1873 წელს Levi’s ჯინსებს ჯიბის საათისთვის სპეციალურად განკუთვნილი ადგილი ჰქონდათ.

2. ცილინდრი დამტენი მოწყობილობის სადენზე

თქვენ ალბათ შეგინიშნავთ ეს პატარა ცილინდრს ნოუთბუქის დამტების სადენზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი წვრილმანი - ფერიტული ფილტრია, რომელიც ელექტრულ წრედებში მაღალსიხშირიან შეფერხებებს ახშობს.

3. ნახვრეტი თვითმფრინავის ფანჯრებში

თვითმფრინავის ილუმინატორისთვის მყარი, გამჭირვალე პლასტიკატის რამდენიმე შრე გამოიყენება. ისინი ერთგვარ "შუშაპაკეტს" ქმნიან. ფანჯრები ძალიან დიდ დატვირთვებს უძლებს.

შიდა მინები ასეთივე მყარი არაა და უფრო იაფი შუშისგან მზადდება. ისინი სალონის ხმაურისა და სითბოსგან იზოლაციას ემსახურება.

ამიტომ არსებობს რისკი, რომ წნევის დიდი განსხვავების შემთხვევაში შიდა შუშამ შესაძლოა ვერ გაუძლოს და გასკდეს. ეს პატარა ნახვრეტი კი წნევის ნორმალიზებას ემსახურება.

4. საშლელის ცისფერი ნახევარი

ჰკითხეთ ნებისმიერს, რისთვისაა საჭირო საშლელის ცისფერი ნახევარი, და დიდი ალბათობით თქვენ გეტყვიან, რომ ის კალმის ნაწერს შლის. სინამდვილეში თავიდან საშლელის ცისფერი ნახევარი სქელი ქაღალდიდან ფანქრის ნაწერის წასაშლელად იყო განკუთვნილი. ვარდისფერი ნაწილი ფანქრის ნაწერს ბოლომდე ვერ შლის, ცისფერი კი ამ საქმეს იდეალურად ართმევს თავს.

5. ჰორიზონტალური ღილის ნახვრეტი

კიდევ ერთი გამოცანა პერანგებზე. ოდესმე შეგინიშნავთ, რომ ყველაზე ზედა და ქვედა ღილებისთვის ნახვრეტები ჰორიზონტალურია, ხოლო დანარჩენები - ვერტიკალური?

ეს იმას უკავშირდება, რომ ამ ორი ღილის გახსნის ალბათობა ყველაზე მაღალია. ჰორიზონტალური ღილის ნახვრეტები კი ამ პრობლემას აღმოფხვრის.

6. ფეხსაცმელზე ზედმეტი ნახვრეტები

ალბათ გინახავთ ფეხსაცმელებზე დამატებითი ნახვრეტები და გაგკვირვებიათ, რა საჭირო მათი ასე მაღლა განლაგება. სინამდვილეში ეს ნახვრეტები ფეხსაცმლის დაფიქსირებისთვისაა განკუთვნილი.

7. ნახვრეტი სპაგეტის კოვზში

სპაგეტისთვის განკუთვნილ კოვზში არსებული ნახვრეტის საშუალებით სტანდარტული პორციისთვის პასტის ოდენობის განსაზღვრა შეიძლება.

8. პატარა ყულფი პერანგზე

აქ გამოყენების სამი ვარიანტი არსებობს. პირველი და ყველაზე თვალშისაცემი - პერანგის ჩამოკიდება. მეორე შესაძლოა იმ ეპოქიდან მოდიოდეს, როდესაც მოდაში მოხსნადი საყელოები და შარფისმაგვარი ჰალსტუხები იყო. შესაძლოა, ეს ყულფი სწორედ ამისთვის გაკეთდა.

მესამე ვარიანტი მოულოდნელად რომანტიულია - ერთ-ერთ ამერიკულ უნივერსიტეტში შეყვარებულმა სტუდენტმა პერანგის ყულფი ურთიერთობაში ყოფნის ნიშნად მოჭრა. მისი შეყვარებული გოგონა კი ატარებდა შარფს, რომელზეც სტუდენტის უნივერსტიტეტის გერბი იყო გამოსახული.

9. ნახვრეტი კალმის თავსახურში

ბევრ ადამიანს აქვს კალმის ან მისი თავსახურის ღრღნის ჩვევა. თავსახურში ნახვრეტი იმ შემთხვევისთვისაა განკუთვნილი, თუკი ადამიანი უნებლიედ გადაყლაპავს თავსახურს და ის ყელში გაეჭედება. ნახვრეტის საშუალებით ადამიანი ნივთის ამოღებამდე სუნთქვას შეძლებს.

10. ნაჭრის ნიმუში ახალ ტანსაცმელზე

სინამდვილეში ეს ნიმუშები ნახვრეტების ამოვსებისთვის არაა განკუთვნილი. როგორც ირკვევა, ამ ნიმუშებზე უნდა გამოსცადოთ, როგორი რეაქცია ექნება თქვენი ახალი პერანგის ნაჭერს სარეცხ ფხვნილსა ან მათეთრებელზე.

myquiz