Kinder-ის პროდუქციაში სახიფათო მინერალური წარმოების ზეთები იპოვეს | Allnews.Ge

Kinder-ის პროდუქციაში სახიფათო მინერალური წარმოების ზეთები იპოვეს

მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია Foodwatch-მა /Kinder-ის შოკოლადში კანცეროგენები (ქიმიური ნივთიერება, ფიზიკური გამოსხივება ან ონკოგენური ვირუსი, რომლის ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმზე მოქმედებაც ზრდის ავთვისებიანი სიმსივნეს წარმოქმნის ალბათობას) აღმოაჩინა.

ამის შესახებ The Independent-ი წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ შოკოლადის მწარმოებელი კომპანიის პროდუქციაში ე.წ. მინერალურ არომატული ზეთი MOAH აღმოაჩინეს, რომელიც ნავთობის გადამუშავების დროს წარმოიქმნება.

ამგვარი საშიში ზეთების კონცენტრაცია სამი სახის შოკოლადშია აღმოჩენილი: Ferrero-ს წარმოებულ /Kinder Riegel-ში, Lindt-ის წარმოებულ Fioretto Nougat Minis-სა და Rübezahl-ის წარმოებულ შოკოლადში Sun Rice Classic Schoko Happen.

სტატიაში აღნიშნულია, რომ აღმოჩენილ ნივთიერებას ონკოლოგიური დაავადებების გამოწვევა შეუძლია.

რატომ არის აკრძალული "ქინდერ სიურპრიზი" აშშ-ში?

კომპანია Foodwatch-ის წარმომადგენელი ჯონ ჰიგი არ ურჩევს ხალხს ამ პროდუქტების შეძენას, რადგან შოკოლადში არსებული MOAH-ის კონცენტრაციის რაოდენობის "საკვებად გამოყენება უბრალოდ დაუშვებელია".

Foodwatch-მა შოკოლადის მწარმოებელ კომპანიას საკუთარი პროდუქციის ბაზრებიდან გატანა მოსთხოვა, თუმცა, უარი მიიღო.

myquiz