03.07.2016 / 14:06
შრიფტის ზომა:

კამბოჯის ჯუნგლებში უძველესი ქალაქები აღმოაჩინეს

კამბოჯას ჯუნგლებში არქეოლოგებმა უამრავი შუასაუკუნოვანი ქალაქი აღმოაჩინეს, რომელთა შესახებ ადრე არაფერი იყო ცნობილი. ამის შესახებ The Guardian იუწყება.

ავსტრალიელმა არქეოლოგმა დემიან ევანსმა და მისმა კოლეგებმა ლაზერული სკანირების ტექნოლოგია გამოიყენეს, რომლის დახმარებითაც, 2015 წელს მსხვილი არქეოლოგიური პროექტის ფარგლებში 1,9 კვადრატული კილომეტრის ფართობის ჯუნგლების სკანირება მოხდა.

ქალაქები ღმერთ ვიშნუს სახელზე აგებული ანგკორ-ვატის ტაძრის გარშემო აღმოაჩინეს.

ანგკორ-ვატი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საკულტო ნაგებობაა, რომელიც XII საუკუნის პირველ ნახევარშია აგებული.

აღმოჩნდა, რომ ჯუნგლებში მდებარეობს ქალაქები, რომელთა ასაკი 900-1400 წელია.

ქალაქები შესაძლოა საკმაოდ დიდი აღმოჩნდეს: ზოგიერთი მათგანი სიდიდით კამბოჯის დედაქალაქს - პნომპენს უტოლდება.

ქალაქებში წყალმომარაგების საკმაოდ რთული სისტემაც მოქმედებდა.

არქეოლოგების ვარაუდით, ეს ქალაქები ქმნიდნენ იმპერიას, რომელიც XII საუკუნეში, მსოფლიო ყველაზე მსხვილი იმპერია შეიძლებოდა ყოფილიყო.