თაფლის სამკურნალო თვისებები | Allnews.Ge

თაფლის სამკურნალო თვისებები

ანტიკური ხანის უდიდესი სწავლულები ამტკიცებდნენ, რომ ხანგრძლივ სიცოცხლეს თაფლს უნდა უმადლოდნენ.

თაფლი შეიცავს ყველა მინერალურ მარილს, A, C, H, PP ვიტამინებს, სხვადასხვა მჟავას, სწორედაც ორგანული მჟავები აძლევენ მას განუმეორებელ გემოს. შედგება 70-80%-ზე მეტი ნახშირწყლებისგან (უპირატესად, ფრუქტოზით).

მეცნიერთა აზრით, თაფლი აუმჯობესებს მეხსიერებას და ამშვიდებს ნერვებს, რაც დაკავშირებულია ანტიოქსიდანტებთან, რომლებსაც  პროდუქტი შეიცავს. გარდა იმისა, რომ თაფლი კურნავს ჭრილობებსა და წყლულებს, წარმატებით იყენებენ ძვლებისა და კუჭის კიბოს მკურნალობისთვის.

ამერიკელმა ოტოლარინგოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ თაფლს შეუძლია ეფექტურად შეებრძოლოს ქრონიკული სურდოს გამომწვევ ბაქტერიებს. ბულგარელმა მედიკოსებმა დაადგინეს, რომ ჰიპერტონიით დაავადებულებს თაფლისა და ყვავილის მტვრით მკურნალობისას უუმჯობესდებოდათ მდგომარეობა.

მეფუტკრეები ამბობენ, რომ არსებობს თაფლის 50 სახეობაზე მეტი. გაგაცნობთ ზოგიერთ მათგანს:

ცაცხვის თაფლი ძალიან სურნელოვანია, გამჭვირვალე და ყველაზე პოპულარული. შველის გაცივებას, ოფლმდენია, სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, შველის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებას, ნევროზს, უძილობას. რეკომენდებულია თირკმლებისა და შარდის ბუშტის დაავადებების დროს.

აკაციის თაფლი გემოთი და სამკურნალო თვისებებით ცაცხვისას არ ჩამორჩება. განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვების ჯანმრთელობისთვის და შარდსასქესო სისტემის დაავადებების სამკურნალოდ.

წიწიბურის თაფლი რეკომენდებულია ანემიის, ავიტამინოზისა და დაქვეითებული იმუნიტეტის დროს. სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა ძიძოს, სამყურას, თავშავას, ქინძის, პიტნის, მზესუმზირის, ბაბუაწვერას თაფლი და სხვ.

მთავარია, თაფლი ისე გამოვიყენოთ, რომ არ დაიკარგოს მასში შემავალი ვიტამინები, მინერალები და მჟავები.

თაფლის შენახვა და მოხმარება

თაფლი უნდა შეინახოთ ბნელ და გრილ ადგილას მინის ან მომინანქრებულ თავდახურულ ჭურჭელში, ვინაიდან იგი ადვილად იღებს უცხო სუნს. ასეთ პირობებში იგი შეიძლება წლობით შევინახოთ.

მზის პირდაპირი სხივები უარყოფითად მოქმედებს თაფლზე. 48 საათით მზეზე გაჩერების შემდეგ მასში იშლება ფერმენტების მნიშვნელოვანი ნაწილი.

არ შეიძლება თაფლის შენახვა ლითონის ჭურჭელში - იგი მასთან რეაქციაში შევა და მომწამლავ მარილებს წარმოქმნის.

პლასტმასის ჭურჭელში თაფლი შეიძლება შევინახოთ არა უმეტეს ერთი კვირის განმავლობაში.

თაფლის სასარგებლო თვისებები თერმული დამუშავების შემდეგ ისპობა, ამიტომ:

ნუ გააცხელებთ ან მოხარშავთ თაფლს;

ნუ ჩადებთ თაფლს მდუღარე წყალში ან ჩაიში. გააგრილეთ ჩაი და მხოლოდ შემდეგ უყავით თაფლი.

თუ ჩაშაქრული თაფლი არ გიყვართ, სასარგებლო თვისებები რომ არ დაკარგოს, ძალიან ფრთხილად უნდა გაადნოთ: ჩადეთ ქილა თბილ (არა უმეტეს 400°C) წყალში დადაელოდეთ.

სამწუხაროდ, გოზინაყის მომზადებისას თაფლი სასარგებლო თვისებებს კარგავს.

 

myquiz