რა უჯდება დასაქმებულს ყოველდღე სამსახურში სიარული? | Allnews.Ge

რა უჯდება დასაქმებულს ყოველდღე სამსახურში სიარული?

აშშ-ში დასაქმებული ადამიანი ყოველთვიურად საშუალოდ 276 დოლარს ხარჯავს სამსახურში სიარულის შედეგად. ამის შესახებ კვლევა CareerBuilder-მა ჩაატარა, რომელმაც 3000-ზე მეტი დასაქმებული გამოკითხა.

რაში ხარჯავს დასაქმებული თანხას ყოველდღიურად? ამ კითხვაზე პასუხი შემდეგნაირია: ძირითადად, სასუსნავში, სადილში, ყავაში, მგზავრობაში.

"იმის გააზრება თუ რამდენს ვხარჯავთ, დაგვეხმარება ბიუჯეტის დაზოგვაში. ასე მაგალითად, სამსახურში საკვები სახლიდან წაიღეთ, ყავის გარეთ ყიდვა შეწყვიტეთ და უფრო იაფფასიანი ტანსაცმელი იყიდეთ სამსახურისთვის", - აღნიშნავს CareerBuilder-ის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის წარმომადგენელი, როზმარი ჰაფნერი.

მაინც რაში იხარჯება თანხა თუ ვმუშაობთ? CareerBuilder-ი მოკლე ჩამონათვალს გვთავაზობთ, რაც საქართველოს რეალობასაც ასახავს ამ კუთხით:

1. მგზავრობა. თუ ჩვენ საკუთარი ავტომობილით ვმგზავრობთ მეტი გვეხარჯება, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფრო ნაკლები.

2. სადილი. თუ სახლიდან საკვები არ მიგვაქვს, გვიწევს მისი გარეთ ყიდვა. აშშ-ში კლევამ აჩვენა რომ გამოკითხულთა 72%-ს საჭმელი სახლიდან მიაქვს სამსახურში.

3. ძიძა. თუ დასაქმებულს ჰყავს შვილი, მას უწევს ძიძა აიყვანოს ან სპეციალურ დაწესებულებაში დატოვოს ბავშვი მანამ, ვიდრე ის მუშაობს, რაშიც გარკვეული თანხის გადახდა უწევს მშობელს.

4. ყავა. დასაქმებულების დიდი ნაწილი სამსახურში ყავას ერთხელ მაინც სვამს. მათი ნაწილი კი მზა ყავას ყიდულობს მუშაობის დროს, რაშიც დამატებით თანხას იხდის.

5. ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები.დასაქმებულს სამსახურში სიარულის გამო ხშირად უწევს იყიდოს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ვიდრე მათ ვინც არ მუშაობს. როგორც აღმოჩნდა, აშშ-ში მაგალითად წლის განმავლობაში გამოკითხულთა 47%  250 დოლარზე მეტს ხარჯავს ტანსაცმელში, ფეხსაცმელსა და აქსესუარებში.

myquiz