სამსახური 268 000 დოლარიანი ხელფასით და სამ თვიანი შვებულებით, რომელიც არავის სურს | Allnews.Ge

სამსახური 268 000 დოლარიანი ხელფასით და სამ თვიანი შვებულებით, რომელიც არავის სურს

უკვე ორი წელიწადია, ახალ ზელანდიაში მდებარე ერთ-ერთ საავადმყოფოს გამოცხადებული აქვს ვაკანსია, რომელიც ნებისმიერ სპეციალისტს დააინტერესებდა.

პატარა ქალაქ ტოკოროას საავადმყოფოში, ექიმს, 268 000 აშშ დოლარიანი წლიურ შემოსავალს, 3-თვიან შვებულებასა და ოთხდღიან სამუშაო კვირას სთავაზობენ. მიუხედავად ამისა, უკვე ორი წელიწადია განაცხადს არავინ ეხმაურება.

ამჟამად ტოკოროას საავადმყოფოს ჰყავს მხოლოდ ერთი მთავარი ექიმი ალან კენი, რომელიც დამხმარეს ეძებს. კენი ამბობს, რომ კლინიკაში დატვირთვას ვერ უმკლავდება, თუმცა აღარ იცის, როგორ მოზიდოს ახალი სპეციალისტები.

ალან კენი ქალაქ ტოკოროაში 30 წლის წინ, დიდი ბრიტანეთიდან ჩავიდა. 61 წლის ექიმს 30-წლიანი პრაქტიკის შემდეგ სურს ღირსეული მემკვიდრე იპოვოს.

"მიყვარს ჩემი საქმე და აქ დარჩენას ვისურვებდი, მაგრამ თავს ვიმტვრევ, რომ როგორმე ექიმების ყურადღება მივიქციო. თუ დამხმარის პოვნა ასეთი რთულია, წარმომიდგენია, რა მოხდება, როცა მემკვიდრის ძებნას დავიწყებ", - ამბობს ალან კენი გამოცემა New Zeland Herald-თან საუბარში.

ალან კენიმ ვაკანსიები ქვეყნის ყველა ონლაინ-რესურსზე განათავსა და სპეციალურ კომპანიებსაც კი მიმართა, მაგრამ შესაფერისი კანდიდატი დღემდე ვერ იპოვა.

საქმე იმაშია, რომ ახალგაზრდა სპეციალისტებს პროვინციაში მუშაობა არ სურთ. მათ მიაჩნიათ, რომ ცენტრიდან მოშორებით მუშაობა კარიერისთვის დამღუპველი იქნება. ზოგიერთი ექიმს ქალაქის იზოლირება აშინებს, სხვებს კი - ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემები.

ამჟამად ტოკოროას საავადმყოფოში 6 ექიმი მუშაობს, აქედან ერთ-ერთი ალან კენის ქალიშვილი სარაა. ასეთი პატარა კოლექტივი ვერ უმკლავდება დატვირთვას, რადგან საავადმყოფო ყოველწლიურად 6 ათას პაციენტს ემსახურება.

როგორც ბრიტანული გამოცემა Telegraph-ი აღნიშნავს, ტოკოროაში გამოცხადებული ვაკანსია საოცნებო სამსახურს წარმოადგენს, რადგან დაპირებული შემოსავალი უფრო მაღალია, ვიდრე დიდ ბრიტანეთში.

 

 

myquiz