ესპანელმა გოგონამ ZARA ორჯერ აიძულა ბრენდის პოლიტიკა შეეცვალა | Allnews.Ge

ესპანელმა გოგონამ ZARA ორჯერ აიძულა ბრენდის პოლიტიკა შეეცვალა

ყველაფერი 2015 წელს დაიწყო, როდესაც ანა რიერა ესპანეთში, ZARA-ს ერთ-ერთ მაღაზიაში შევიდა, დააკვირდა მანეკენებს და თავისთვის აღნიშნა: მათი ფეხები გოგონას ხელზე წვრილია. ცხადია, კომპანია გამხდარ მანეკენებს მარკეტინგული მიზნებისთვის იყენებდა, ასე მათი საქონელი უკეთ გამოიყურება. ამასთან, ჯგუფის Inditex მაღაზიები იყენებენ სარკეებს, რომლებიც ადამიანის გამოსახულებას მეტად მოხდენილს აჩენს.

აღშფოთებულმა ანამ საიტზე Change.org პეტიცია გამოსცა, სადაც მანეკენების შეცვლას მოითხოვდა არამხოლოდ მაღაზიაში ZARA, არამედ, ჯგუფის სხვა მაღაზიებშიც: Stradivarius, Berskha, Oysho, Pull and Bear. გოგონა მოითხოვდა რეალისტური, არაანორექსიული გარეგნობის მანეკენების განთავსებას.

რამდენიმე კვირაში პეტიციას 111 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი. Inditex-ის მარკეტინგულმა განყოფილებამ განაცხადა, რომ ყველა მოდელი "ჯანმრთელი ადამიანის" განსახიერებაა და არ შეჰყავს მომხმარებელი შეცდომაში. მიუხედავად ამისა, უამრავი ადამიანის მოთხოვნა გაითვალისწინა - მანეკენები შეიცვალა.

1 წლის შემდეგ რიერამ ახალი პეტიცია "გამოაცხო" ZARA-ს წინააღმდეგ. ამჯერად, მოთხოვნით, რომ კომპანიამ Inditex გამოუშვას XXL ზომის ტანსაცმელი იხილეთ გაგრძელება

myquiz