10 რამ, რასაც ჩინეთში ვერ ნახავთ | Allnews.Ge

10 რამ, რასაც ჩინეთში ვერ ნახავთ

ჩინეთი აცხადებს, რომ სურს საკუთარი ეკონომიკა უფრო ღია გახადოს. თუმცა, ქვეყანაში დღემდე უამრავი აკრძალვა მოქმედებს.

გთავზობთ რამდენიმე მათგანს:

1. Instagram

ჩინეთმა ფოტოსურათების გაზიარების პლატფორმა 2014 წელს ჰონგ-კონგში პროდემოკრატიული პროტესტების შემდეგ დაბლოკა.

Instagram-ით სარგებლობა ჩინეთის მთელ ტერიტორიაზეა შეუძლებელი. უკვე 10 წელიწადზე მეტია, ამისთვის ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ შექმნილი სისტემა Great Firewall of China მუშაობს.

2. Twitter

ანალიტიკოსების თქმით, ოფიციალური პეკინი შეაშფოთა სოციალურმა მედიის როლმა "არაბული გაზაფხულის" და ირანში 2009 წელს მომხდარი "მწვანე რევოლუციის" დროს. შესაბამისად, მიკრობლოგების სერვისი Twitter ჩინეთში აკრძალულია.

3. Google

Gmail Google-ის ერთერთი სერვისია, რომელიც ჩინელი რეგულატორების მიერ მკაცრად არის შეზღუდული. Google-ის სხვა სერვისები, მათ შორის საძიებო სისტემა და YouTube ასევე აკრძალულია.

Google  წლების განმავლობაში ებრძოდა ცენზურას ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან. 2010 წელს კომპანიამ საკუთარი ტრაფიკი ჩინეთიდან ჰონკონგში გადაიყვანა და დატოვა ბაზარი.

დამზადებულია ჩინეთში - რას ნიშნავს ეს წარწერა იარლიყზე

4. Facebook

ჩინეთმა Facebook 2009 წელს დაბლოკა. მას შემდეგ, ქვეყანაში ამ სოციალური ქსელის დაშვების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ისმის.

ზოგიერთი ანალიტიკოსი აკრძალვას მასობრივ არეულობებს უკავშირებს, რომლებსაც 2009 წლის ივლისში, მუსლიმ უიგურებსა და ჩინელებს შორის სინძიანის პროვინციაში ჰქონდა ადგილი.

სოციალური ქსელის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი არაერთხელ ჩასულა ჩინეთში, ქვეყნის პრეზიდენტ სი ძინპინსაც შეხვდა, მაგრამ აკრძალვა ისევ ძალაში რჩება.

5. Snapchat

ჩინელ მომხმარებლებს Snapchat-სთვისაც არ მიუწვდებათ ხელი. დასავლური კომპანიების განდევნით, მთავრობამ ადგილობრივი კომპანიების განვითარებას შეუწყო ხელი.

ასეთმა პროტექციონისტურმა ტაქტიკამ თავისი შედეგები უკვე გამოიღო. ჩინეთში ძალიან პოპულაროლია მიკრობლოგების სერვისი Weibo, ისევე როგორც რამდენიმე სხვა საკომუნიკაციო სერვისი.

მიუხედავად ამისა, ეს სერვისებიც სერიოზულ ცენზურას ექვემდებარება.

მაგალითად, თქვენ ვერ განახორციელებთ ფულად გზავნილს, თუკი ის შეიცავს ციფრებს, რომელიც ისეთ მგრძნობიარე თარიღს უკავშირდება, როგორიც 1989 წლის 4 ივნისს, ტიანანმენის მოედანზე დემონსტრაციის დარბევაა.

ჰარვარდის უნივერსიტეტის ერთ-ერთ ბოლო კვლევაში ნათქვამია, რომ ყოველწლიურად ჩინეთის მთავრობა სოციალურ ქსელებში 488 მილიონ ჩანაწერს აქვეყნებს, რათა მოსახლეობის ყურადღება მგრძნობიარე თემებიდან სხვა საკითხებზე გადაიტანოს.

6. ვებ-საიტები

პეკინი ათასობით ვებსაიტზე წვდომას ბლოკავს, მათ შორის ისეთების, სადაც პორნოგრაფიული ხასიათის მასალას შეიძლება წააწყდეთ.

ასევე ცენზურა ზღუდავს ისეთ საიტებზე შესვლას, სადაც ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიმართ კრიტიკა გამოითქმის ან ადამიანის უფლებები განიხილება. ამას გარდა, ჩინეთში ძებნის შედეგებიც იფილტრება.

ჩინეთის "მოჩვენებათა ქალაქები", სადაც არავინ ცხოვრობს

7. უცხოური ფილმები

ჩინელი რეგულატორები წელიწადში მხოლოდ 34 უცხოური ფილმის ჩვენების უფლებას იძლევიან. აკრძალული ფილმების სიაში ძირითადად, ახალი ჰოლივუდური ბლოკბასტერები ხვდება.

თუმცა, ყველაფერი ასე არ სრულდება, ფილმებიდან იჭრება ყველაფერი, რასაც კომუნისტური პარტია შეურაცხმყოფელად ან სახიფათოდ თვლის.

მიუხედავად იმისა, რომ ეს გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს ჩინელ რეჟისორებს, ისინი ასევე ეწინააღმდეგებიან კომუნისტურ ცენზურას. ჩინეთში დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს 2005 წელს საუკეთესო რეჟისორად ტაივანელი ენგ ლის აღიარებას. მაგრამ მისი ფილმი "კუზიანი მთა" ჩინეთში არასოდეს უჩვენებიათ.

8. ელექტრონული წიგნები და ვიდეოები

ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ უცხოურ ციფრულ მასალებს გამოუცხადა ომი. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ქვეყანაში დაიბლოკა Apple-ის სერვისები: iBooks და iTunes Movies, ასევე Disney-ის ვიდეო სერვისი.

ამის მიზეზი ახალი რეგულაციებს დარღვევა გახდა, რომელთა თანახმადაც, ონლაინ ვიდეოების, თამაშებისა და წიგნების შეთავაზებისთვის სახელმწიფოსგან ნებართვის აღებაა საჭირო.

9. კაზინოები

1949 წელს კომუნისტურმა პარტიამ აზარტული თამაშები აკრძალა. შესაბამისად, კაზინოებს ჩინეთში მუშაობის უფლება არ აქვთ. მიუხედავად ამისა, ბევრი ჩინელი ისევ ისწრაფვის აზარტული თამაშებისკენ.

მოქმედი აკრძალვა ჩინელებს არ უშლის ხელს, მოაწყონ იატაკქვეშა აზარტული თამაშები და კერძო ლატარიები.

მომავლის ტაქსი - ჩინეთში მფრინავი უპილოტო ტაქსი შექმნეს

10. წიგნები

ჩინეთის პრესისა და პუბლიკაციის მთავარი სამმართველო დაბეჭდვამდე ყველა წიგნს ამოწმებს.

ადამიანთა უფლებების დაცვის სფეროში არსებული სიტუაციის, ტიბეტის საკითხისა ან კომუნისტური პარტიის კრიტიკა აკრძალულია. ასევე აკრძალულია ჩინეთის ოფიციალური პირების ჯანმრთელობის შესახებ წერა.

ამ წესების დამრღვევები დგებიან არჩევანის წინაშე: დათანხმდნენ ცენზურას ან დაკარგონ 1,4 მილიარდი პოტენციური მკითხველი.

მომზადებულია CNN-ის მიხედვით.

myquiz