მეცნიერებმა ლაბორატორიულ პირობებში ადამიანის ემბრიონი შექმნეს | Allnews.Ge

მეცნიერებმა ლაბორატორიულ პირობებში ადამიანის ემბრიონი შექმნეს

პირველად მსოფლიოს ისტორიაში მეცნიერებმა ლაბორატორიულ პირობებში ადამიანის ემბრიონი შექმნეს, რომელმაც ორი კვირის განმავლობაში იარსება.

ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა და უზარმაზარი გარღვევა მედიცინაში, რადგან ამ მიღწევის გამოყენებას მეცნიერები უშვილობის მკურნალობისას შეძლებენ.

პირველად ისტორიაში მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ხელოვნურ პირობებში ადამიანის ემბრიონს განვითარება რამდენიმე დღეზე მეტხანს შეუძლია.

ექსპერიმენტს ნიუ-იორკის როკფელერის უნივერსიტეტის მეცნიერები ატარებდნენ. ემბრიონის ლაბორატორიულ პირობებში განვითარება დაეხმარება მეცნიერებს უკეთ გაიგონ, როგორ ვითარდება ადამიანის ორგანიზმი და უჯრედები, რაც ბევრი დაავადების ეფექტური მკურნალობის საწინდარი გახდება.

თუმცა, მეცნიერები იძულებული გახდნენ ექსპერიმენტი შეეწყვიტათ, რადგან, აშშ-ში, ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, მოქმედებს ე.წ 14 დღის წესი. ეს არის საკანონმდებლო შეზღუდვა, რომლის თანახმად, ადამიანის ემბრიონის ლაბორატორიულ პირობებში კულტივირება 2 კვირაზე მეტხანს არ შეიძლება.

ამ ექსპერიმენტის შემდეგ როკფელერის უნივერსიტეტი აღნიშნული აკრძალვის გაუქმების მოწოდებით გამოვიდა. თუმცა, მეცნიერთა ნაწილი ემბრიონებზე კვლევების ჩატარების წინააღმდეგია.

მომზადებულია "ბიბისის" მიხედვით

myquiz