არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ხელოვნურ მთას შექმნიან | Allnews.Ge

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ხელოვნურ მთას შექმნიან

არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლება უდაბნოში ხელოვნური მთის შექმნის იდეას განიხილავს. ქვეყანა, სადაც ტერიტორიის უმეტესი ნაწილი უდაბნოთია დაფარული, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცხელ სახელმწიფოდ მიიჩნევა.

ამიტომ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, კლიმატში კორექტივები შეიტანოს და ამბიციური პროექტი განახორციელოს.

საემიროების მთავრობაში იმედოვნებენ, რომ ხელოვნური მთის გარშემო ღრუბლები შეიქმნება, რაც მონატრებულ წვიმას გამოიწვევს.

ქვეყნის ხელისუფლებამ მიმართა შესაბამის მეტეოროლოგიურ ინსტიტუტებს თხოვნით, განიხილონ ხელოვნური მთის შექმნის შესაძლებლობა და ურჩიონ მთავრობას, თუ კონკრეტულად რა ადგილას იქნება უკეთესი მთის აშენება.

ამჟამად, არაბი მეცნიერები იკვლევენ, რამდენადაა შესაძლებელი ამ პროექტის განხორციელება და რა სიმაღლის უნდა იყოს მთა იმისთვის, რომ მეტეოროლოგიური პროცესების სტიმულიორება მოხდეს.

 

მომზადებულია HI-news-ის მიხედვით

myquiz