სპეციალისტებმა "ტიტანიკის" ჩაძირვა რეალურ დროში აღადგინეს | Allnews.Ge

სპეციალისტებმა "ტიტანიკის" ჩაძირვა რეალურ დროში აღადგინეს

1912 წლის 15 აპრილს, აისბერგთან ტრაგიკული შეჯახების გამო, ბრიტანული ტრანსატლანტიკური ლაინერი, "ტიტანიკი" სამუდამოდ შევიდა ისტორიაში.

ტრაგიკულმა შეჯახებამ 1496 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

თუმცა, ვიდეოთამაშ Titanic Honor And Glory-ის ავტორებმა, ყურადღება ადამიანური ტრაგედიიდან, ლეგენდარული გემის ჩაძირვის პროცესზე გადაიტანეს და სამგანზომილებიანი ანიმაციის ფორმატში, რეალურ დროში აღადგინეს მოვლენები.

მომხდარის ანიმირებულ რეკონსტრუქციას საკმაოდ შთამბეჭდავი ხანგრძლივობა აქვს, იგი 2 საათისა და 41 წუთის განმავლობაში გრძელდება.

ვიდეო, 1912 წლის ტრაგედიის ყველა საკვანძო მომენტს ასახავს, ლაინერის აისბერგთან შეჯახებით დაწყებული, მის საბოლოო ჩაძირვამდე.

myquiz